"გაუპატიურება დაუპირა და რადგან წინააღმდეგობა გაუწია, თავში ქვა ჩაარტყა" - რას ჰყვებიან წნორში მამაკაცზე, რომელსაც 58 წლის ქალის მკვლელობა ბრალდება

"გაუპატიურება დაუპირა და რადგან წინააღმდეგობა გაუწია, თავში ქვა ჩაარტყა" - რას ჰყვებიან წნორში მამაკაცზე, რომელსაც 58 წლის ქალის მკვლელობა ბრალდება

სიღნაღის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის თანამშრომელი, უფრო ზუსტად, წნორის ჯანდაცვის ცენტრის მედდა 58 წლის ელზა გელაშვილი 4 მაისს, დაახლოებით 13:00 საათზე წნორის ცენტრიდან დაიკარგა. ორდღიანი ძებნის შემდეგ ქალი წნორიდან მოშორებით, სოფელ ერისიმედის მახლობლად, მდინარის პირას მოკლული იპოვეს. ახლობლები ქალის გაუჩინარების შემდეგ ვარაუდობდნენ, რომ ამის მიზეზი შესაძლოა ყაჩაღობა გამხდარიყო. მათი თქმით, ელზა გელაშვილი ბანკიდან სესხის აღებას ან განვადების გაკეთებას აპირებდა წყლის გამათბობლის შესაძენად, თუმცა დაკარგვის მომენტისთვის მას ბანკიდან თანხა აღებული არ ჰქონდა, რადგან სესხი განხილვის პროცესში იყო.

ქალის ძებნა გაუჩინარების საღამოსვე დაიწყეს ახლობლებმა და შინაგნ საქმეთა სამინისტროსაც მიმართეს. ოჯახი ელზა გელაშვილს სიღნაღსა და წნორს შორის ტყეში ეძებდა, სწორედ ამ ტერიტორიაზე იპოვეს 5 მაისს ქალის ფეხსაცმელი.

ელზა გელაშვილი, როგორც თავისი საქმის პროფესიონალი და თბილი ადამიანი დიდი პატივისცემით სარგებლობდა წნორის მოსახლეობაში, რომლებიც მომხდარით შეძრწუნებული არიან. ადგილობრივი მცხოვრები, რომლის სახელსა და გვარს, მისივე თხოვნით, არ ვასახელებთ, მომხდარის დეტალებზე გვესაუბრება:

- ელზა ძალიან თბილი და საყვარელი ადამიანი იყო. მთელი წნორი იცნობდა და პატივს სცემდა, მშრომელი ქალი, როგორც შეეძლო მხარში ედგა ოჯახსა და შვილებს. თავიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალი შესაძლოა დაყაჩაღების მიზნით გაეტაცებინათ, მაგრამ განა რა უნდა ჰქონოდა უბრალო მედდას, რომ ვინმე ამის გამო მკვლელობაზე წასულიყო. მკვლელი დაკავებულია და როგორც ამბობენ უკვე აღიარა დანაშაული. მან ქალს გაუპატიურება დაუპირა და რადგან წინააღმდეგობა გაუწია, თავში ქვა ჩაარტყა. ზოგი ადამიანი კი არა მხეცი და მანიაკია, სწორედ ამისთანამ იმსხვერპლა საწყალი ქალი.

ელზა ისევე როგორც ბევრი სხვა, წნორში სიღნაღიდან დადიოდა სამუშაოდ. რასაკვირველია, სიღნაღიდან წნორში და პირიქითაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი დადის, მაგრამ ხშირად ხდება, რომ სამსახურიდან გამოსული უმანქანო ხალხს, რომელიც გაჩერებაზე ელოდება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, უჩერებენ მანქანას და სიღნაღში გაიყოლებენ ხოლმე. აქ ლამის ყველა

იცნობს ერთმანეთს და აქამდე ენდობოდნენ კიდეც.

განაგრძეთ კითხვა

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ