პრინცი ჰარი და ქართველი სამხედროები

პრინცი ჰარი და ქართველი სამხედროები

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა გუნდი საერთაშორისო შეჯიბრება "ძლიერთა თამაშებში" (Invictus Games 2016) ასპარეზობს. ქართველმა სამხედროებმა მჯდომარე ფრენბურთში საკმაოდ კარგად მომზადებული იორდანიის ნაკრები დაამარცხეს და ნახევარფინალში გავიდნენ. მანამდე კი, შესარჩევ მატჩებში დანიისა და ესტონეთის ნაკრებებთან გაიმარჯვეს და ამით ჯგუფური ეტაპი დაძლიეს. "ძლიერთა თამაშების" მონაწილეებს გულშემატკივრობს გაერთიანებული სამეფოს პრინცი. პრინც ჰარისთან ქართველმა მოასპარეზეებმა სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გამართულ ბრძოლებსა და საერთაშორისო ოპერაციებში დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები აშშ-ში, ქალაქ ორლანდოში, გაერთიანებული სამეფოს პრინცის, მისი აღმატებულება პრინც ჰარის პატრონაჟით გამართულ "ძლიერთა თამაშებში" მონაწილეობენ. საერთაშორისო შეჯიბრება 8-12 მაისს უოლტ დისნეის ESPN სპორტულ კომპლექსში იმართება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია