თაღლითობა ლარის კურსით!

თაღლითობა ლარის კურსით!

რედაქციაში წერილი მოვიდა. მოქალაქემ დახმარების თხოვნით მოგვმართა:

"...ზოგიერთ სავალუტო ჯიხურში კლიენტებს ატყუებენ. მეც სწორედ ამ თაღლითობის ერთ-ერთი მსხვერპლი ვარ. ჩემი შვილი ფულს ამერიკიდან მიგზავნის და დოლარის ლარში გადაცვლა ხშირად მიწევს. ერთ დღესაც, როდესაც ფულის დახურდავება სავალუტო ჯიხურში გადავწყვიტე, ერთ-ერთ ჯიხურთან შევჩერდი. ტაბლოს შევხედე და ვიფიქრე, აქაც 2,20 ყოფილა კურსი, ამიტომ შორს რატომ წავიდე-მეთქი. ვიცი, რომ სხვა ჯიხ­ურებშიც იგივე კურსია. ჩემი გათვლით, 100 დოლარში 220 ლარი უნდა დაებრუნებინათ, თუმცა

მხოლოდ 202 ლარი მომცეს. როდესაც მიზეზი ვიკითხე, მითხრეს, - სანამ შემოხვალ, ჩვენს ტაბ­ლოს კარგად შეხედეო­. თურმე ტაბლოზე აწერია: დოლარის ყიდ­ვა - 2,02. ძალიან გავბრაზდი, დავბრუნდი მოლარესთან და ფულის დაბრუნება მოვთხოვე, მაგრამ უარი მითხრა.

მეტიც, აქეთ ამიშარდა, მოგვშ­ორდი, თორემ პატრულს გამოვიძახებთ და დაგ­იჭერენო. რა უნდა მექნა, სახლში გაგიჟე­ბული დავბრუნდი. რამდენიმე დღის შემდეგ ისევ გავიარე იმ ჯიხურთან, თუმცა კურსი შეცვლილი დამხვდა - 2,20 ეწერა, ეტყობა, რაღაცის შეეშინდათ. თუმცა არ არის გამორიცხული, ისევ დაიწყონ ციფრებით მანიპულირება. მინდა, რომ ხალხი გაფრთხილდეს, ჯერ კარგად შეხედოს ტაბლოს და ფული შემდეგ გადაახურდაოს", - გვწერს გელა მჭედლიშვილი.

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 9 მაისის ნომერში

ან გახდით გაზეთის ონლაინ-ვერსიის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია