დღის ფოტო: ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღნიშვნა ვაკის პარკში

 დღის ფოტო: ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღნიშვნა ვაკის პარკში

ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავის აღსანიშნავად, 9 მაისს საქართველოს დედაქალაქსა და ყველა რეგიონში სხვადასხვა ღონისძიება იმართება.

თბილისში, ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავთან ტრადიციულად შეიკრიბნენ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები. პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად ვაკის პარკში მინისტრებიც იმყოფებოდნენ. უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკეს საგარეო, ეკონომიკის და ჯანდაცვის მინისტრებმა. ასევე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს გადაეცემათ 600 ლარიანი დახმარება, ხოლო მარჩენალდაკარგული ოჯახები 300 ლარიან დახმარებას მიიღებენ.

ფოტო: ირაკლი გედენიძე

"ყველაფერზე პრეტენზიული ნუ ვიქნებით, 72 დაინფიცირებული მედიკოსი ევროპის ქვეყნებთან შედარებით მიზერულია" - ცერცვაძე

"ოპტიმისტური პროგნოზები მართლდება - პიკი არ გამოდგა ციცაბო... თუ რაღაც სისულელე არ ჩავიდინეთ, მატება არ იქნება" - თენგიზ ცერცვაძე

"ქვეყანა უბრუნდება ჩვეულებრივ ცხოვრებას და ამას აკეთებს ერთ-ერთი პირველი ევროპაში" - თენგიზ ცერცვაძე