ავტორი:

"ყველაფერზე პრეტენზიული ნუ ვიქნებით, 72 დაინფიცირებული მედიკოსი ევროპის ქვეყნებთან შედარებით მიზერულია" - ცერცვაძე

"ყველაფერზე პრეტენზიული ნუ ვიქნებით, 72 დაინფიცირებული მედიკოსი ევროპის ქვეყნებთან შედარებით მიზერულია" - ცერცვაძე

საკმარისია, ერთი ხელთათმანი ან ხალათი არასწორად გაიხადო, რომ ინფიცირებულ ადგილთან გიხდება შეხება, - ასე განმარტა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ სამედიცინო პერსონალის ინფიცირების შემთხვევების ზრდის ფაქტორი და აღნიშნა, რომ ექიმების ინფიცირებაში, რომელიც 24 საათს ავადმყოფებთან ატარებს, გასაკვირი არაფერია.

„იცით, რა ძნელია იმ კომბინიზონების, შლემებისა და სათვალეების ჩაცმა?! ეს სათქმელადაა ადვილი! გახდის დროს თუ საკმარისად ტრენირებული არ ხარ, საკმარისია ერთი ხელთათმანი ან ხალათი არასწორად გაიხადო, რომ ინფიცირებულ ადგილთან გიხდება შეხება,“- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე განცხადებით, ქვეყანაში ექიმების დაინფიცირების შემთხვევები 72-მდე გაიზარდა. მისი შეფასებით, საქართველოს მასშტაბებისთვის ეს შესაძლოა ცოტა არ იყოს, მაგრამ ევროპის ქვეყნებთან შედარებით ეს მაჩვენებელი მიზერულია.

"ექიმების დაინფიცირების შემთხვევები გაიზარდა. მე ვიცი, რომ 72 -ია. ერთის კვლევა მიმდინარეობს, რომელიც ბოჭორიშვილის კლინიკაშიც მუშაობს და საჯაროშიც, თითქოს დაუდასტურდა, მაგრამ ხდება დამაზუსტებელი კვლევები. ეს, რა თქმა უნდა, კარგი არ არის და პროცენტიც თითქოს მაღალია, 10%-ზე მეტია, მაგრამ ისიც იმიტომ, რომ სულ 660 ინფიცირებულია ქვეყანაში, თორემ იტალიასა და ევროპის ქვეყნებში 6000-ზე მეტი სამედიცინო პერსონალია დაინფიცირებული და მათგან ნაწილი გარდაიცვალა.

ყველაფერზე ნუ ვიქნებით ძალიან პრეტენზიული და ძალიან სენსიტიური, იმიტომ, რომ 72 ცოტა არ არის, მაგრამ ცოტა არ არის ჩვენთვის, თორემ ევროპის ქვეყნებთან შედარებით, სადაც ათასობით დაინფიცირებული პერსონალია, ეს არის მიზერი, თან არც ერთი მედიცინის მუშაკი არ გარდაცვლილა," - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

"უნდა მივაღწიოთ იმას, რომ გული გაგვითბეს, გულში შევიდეს უფალი. ეს ძალიან ძნელია, მაგრამ მისაღწევია" - პატრიარქი

თეთრიწყაროში კორონავირუსი ოთხ პირს დაუდასტურდა

კახეთი კვლავ "მწვანე ზონაა" - საგარეჯოში მომუშავე ექთანს კორონავირუსი არც სიღრმისეული კვლევებით დაუდასტურდა