ტელეკომპანია Palitranews ახალ პროექტს იწყებს. "ჩემი კითხვა"- ასე ჰქვია გადაცემას, რომელიც მაყურებელს საშუალებას მისცემს ხელისუფლების და ოპოზიციის ლიდერებს პირდაპირ ეთერში, სახლიდან გაუსვლელად დაუსვას კითხვა. გადაცემას ჟურნალისტი ირაკლი მაისურაძე გაუძღვება.
"ჩემი კითხვის" პირველი სტუმარი საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი იქნება. გადაცემაში მონაწილეობის მსურველებმა შეკითხვა Palitranews-ის ფეისბუქის გვერდზე პარასკევამდე უნდა განათავსონ, პასუხს კი ტელეკომპანია Palitranews-ის პირდაპირ ეთერში, უშუალოდ მინისტრისგან მიიღებენ.
"ჩემი კითხვა" ქართულ ტელესივრცეში ინოვაციური პროექტია. Palitranews მაყურებელთან და მთავარ სტუმართან ერთიერთობისთვის Google Hangout-ს გამოიყენებს. სწორედ Google Hangout-ის საშუალებით ერთდროულად ათ მოქალაქეს მიეცემა შესაძლებლობა, რომ 45 წუთის განმავლობაში სახლიდან (ოფისიდან) გაუსვლელად შევიდეს დიალოგში მთავარ პოლიტიკურ ფიგურებთან და მიიღოს პასუხი მისთვის საინტერესო კითხვებზე, განიხილოს აქტუალური თემები და იმსჯელოს პრობლემატურ საკითხებზე.