"არა­ვის ვჭირ­დე­ბი, ყვე­ლას­თ­ვის ზედ­მე­ტი ვარ" - უსიყ­ვა­რუ­ლოდ შექ­მ­ნი­ლი ოჯა­ხის მსხვერ­პ­ლი

"არა­ვის ვჭირ­დე­ბი, ყვე­ლას­თ­ვის ზედ­მე­ტი ვარ" - უსიყ­ვა­რუ­ლოდ შექ­მ­ნი­ლი ოჯა­ხის მსხვერ­პ­ლი

ალ­ბათ ძნე­ლია, რო­ცა დე­დამ­თილ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის და­ლა­გე­ბას ვერ ახერ­ხებ, მაგ­რამ უფ­რო ძნე­ლია, რო­ცა ოჯა­ხის წევ­რე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ვერ გი­გებს. ჩე­მი რეს­პონ­დენ­ტი - 27 წლის ნა­ნა ამ­ბობს, რომ ოჯახ­ში, სა­დაც 2 წლის წინ სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლის სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გოდ ამო­ყო თა­ვი, არაფ­რის უფ­ლე­ბას არ აძ­ლე­ვენ. გა­მუ­დმე­ბით უწევს იმის დამ­ტ­კი­ცე­ბა, რომ რა­ღა­ცის გა­კე­თე­ბა კარ­გა­დაც შე­უძ­ლია, მაგ­რამ მის­თ­ვის ყვე­ლა­ზე მე­ტად აუტა­ნე­ლი ის არის, რომ ექი­მებ­თან, ექიმ­ბა­შებ­თან და მკითხა­ვებ­თა­ნაც კი ხში­რად და­ა­ტა­რე­ბენ, - შვი­ლი არ უჩ­ნ­დე­ბაო...

- არა­და, ექი­მი ამ­ბობს, რომ ბავ­შ­ვი მე­ყო­ლე­ბა. უბ­რა­ლოდ, ამის­თ­ვის დროა სა­ჭი­რო. მეც და ჩე­მი ქმა­რიც ყვე­ლა­ნა­ი­რად გა­მოგ­ვიკ­ვ­ლი­ეს. არ გვაქვს ცოლ-ქმარს კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა და ალ­ბათ, უფ­ლის ნე­ბაა, ბავ­შ­ვიც რომ არ გვიჩ­ნ­დე­ბა. სუ­ლაც არ მინ­და, პა­ტა­რის გა­მო მი­ვე­ჯაჭ­ვო ამ ადა­მი­ა­ნებს, მაგ­რამ არც და­შო­რე­ბა გა­მო­დის და ორ ცეცხ­ლ­შუა ვარ.

- თუ ქმრის ოჯახ­ში თავს კარ­გად ვერ გრძნობ და არც მე­უღ­ლე გიყ­ვარს, თა­ვის დრო­ზე რა­ტომ გაჰ­ყე­ვი ცო­ლად?

- თქვენ გგო­ნი­ათ, მე მინ­დო­და? უბ­რა­ლოდ, სი­ტუ­ა­ცი­ამ მო­ი­ტა­ნა ასე. მუ­რადს წლე­ბია, ვიც­ნობ. მას ყო­ველ­თ­ვის მოვ­წონ­დი, მე კი მის მი­მართ გრძნო­ბა არას­დ­როს მქო­ნია. სულ სხვა ადა­მი­ან­ზე ვი­ყა­ვი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, იმ ბიჭ­საც მოვ­წონ­დი და გეგ­მებს ვაწყობ­დით. ჩე­მი რჩე­უ­ლი მშობ­ლებს არ მოს­წონ­დათ, გა­მუდ­მე­ბით იმას მი­კი­ჟი­ნებ­დ­ნენ, - ეს ბი­ჭი შე­ნი შე­სა­ფე­რი­სი არ არის. მას თუ გაჰ­ყ­ვე­ბი, ცხოვ­რე­ბას და­ინ­გ­რე­ვო. ჰო­და, ახ­ლა ხომ ავიწყ­ვე ცხოვ­რე­ბა მა­თი მო­წო­ნე­ბუ­ლი სა­სი­ძოს გვერ­დით? რა­ტომ­ღაც, მუ­რა­დი ყო­ველ­თ­ვის ესიმ­პა­თი­უ­რე­ბო­და დე­დას. ამ­ბობ­და, მის ოჯახ­ში ვინც შე­ვა, ბედ­ნი­ე­რი იქ­ნე­ბაო. ერ­თხე­ლაც, ისე მო­აწყ­ვეს ყვე­ლა­ფე­რი, რომ მის სახ­ლ­ში მივ­სუ­ლი­ყა­ვი, მე­რე კი იქი­დან არ გა­მო­მიშ­ვეს. მო­მა­ვალ მძახ­ლებს აწყობ­დათ და­ნა­თე­სა­ვე­ბა. და­ახ­ლო­ე­ბით ერ­თი კვი­რა არ მომ­კა­რე­ბია ქმა­რი, ამის უფ­ლე­ბას არ ვაძ­ლევ­დი და იმა­საც, ჩე­მი მშობ­ლე­ბის მხარ­ში დგო­მის იმე­დი რომ ჰქონ­და, ძა­ლა­დო­ბა არც უც­დია. ერ­თი კვი­რის შემ­დეგ, რო­გორ­ღაც მო­ვა­ხერ­ხე შეყ­ვა­რე­ბულ­თან და­კავ­ში­რე­ბა, მის­მა სიტყ­ვებ­მა კი ცხოვ­რე­ბა­ზეც ამიც­რუა გუ­ლი: რას მი­რე­კავ? სხვა კა­ცის ცო­ლი ხარ და ჩემ­გან რა გინ­დაო? შე­ვე­ცა­დე, ამეხ­ს­ნა მის­თ­ვის, რომ ძვე­ლე­ბუ­რად მიყ­ვარ­და და ქა­ლიშ­ვი­ლი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ არაფ­რის გა­გო­ნე­ბა არ ისურ­ვა, ტე­ლე­ფო­ნი გა­მი­თი­შა. ძა­ლი­ან გავ­მ­წარ­დი. ვერ წარ­მო­იდ­გენთ, რას ვგრძნობ­დი მა­შინ. თით­ქოს, გუ­ლი გა­მეხ­ლი­ჩა. მე­რე თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბაც ვცა­დე, მაგ­რამ არ გა­მო­მი­ვი­და. ჩემ­თ­ვის აღა­რა­ფერს ჰქონ­და აზ­რი და ამი­ტო­მაც მი­ვე­ცი მუ­რადს უფ­ლე­ბა, რო­გორც სურ­და, ისე მომ­ქ­ცე­ო­და. აი, ასე გავ­ხ­დით ცოლ-ქმა­რი და ერ­თი სა­რეც­ლის გამ­ზი­ა­რებ­ლე­ბი.

- დე­და ვერ ამ­ჩ­ნევ­და შენს ასეთ დიდ ტკი­ვილს?

- რო­გორ არა, მაგ­რამ მე­უბ­ნე­ბო­და: მეც არ მიყ­ვარ­და მა­მა­შე­ნი, მაგ­რამ კი ხე­დავ, შე­ვა­ბერ­დით ერ­თ­მა­ნეთს. შენც ყვე­ლა­ფერს შე­ეჩ­ვე­ვი, ასე­თია ქა­ლის ცხოვ­რე­ბაო.

- მგო­ნია, სა­უ­კუ­ნე­ე­ბის წინ მომ­ხ­დარ ამ­ბავს მიყ­ვე­ბი...

- (ი­ცი­ნის) არა­და, ჩემს სი­ტუ­ა­ცი­ა­ში დღე­საც არა­ერ­თი ქა­ლია. მათ უწევთ ყვე­ლაფ­რის ატა­ნა მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ოჯა­ხი ჰყავ­დეთ, ვი­ღა­ცის ცო­ლი ერ­ქ­ვათ და მშობ­ლებს გუ­ლი არ ატ­კი­ნონ... ჩემ­თ­ვის ყვე­ლა­ფე­რი დას­რულ­და! ახ­ლა უბ­რა­ლოდ, სხვის გა­სა­ხა­რებ­ლად ვცხოვ­რობ. თუმ­ცა, ზოგ­ჯერ მა­ინც მიჩ­ნ­დე­ბა პრო­ტეს­ტის გრძნო­ბა და მინ­და, გა­ვი­ლაშ­ქ­რო არა მარ­ტო ჩე­მი ქმრი­სა და მი­სი

ოჯა­ხის, არა­მედ ჩე­მი მშობ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მ­დე­გაც, რომ­ლებ­საც ისე გა­მო­უ­ვი­დათ, თით­ქოს თა­ვი­დან მო­მი­შო­რეს.

- დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბი გყავს?

- და და ძმა მყავს. და გათხო­ვი­ლია და ბედ­ნი­ე­რი გახ­ლავთ, რად­გან თა­ვის რჩე­ულს გაჰ­ყ­ვა. ძმა და­სა­ქორ­წი­ნე­ბე­ლია და სხვა­თა შო­რის, დე­და მის­თ­ვი­საც აქ­ტი­უ­რად ეძებს შე­სა­ფე­რის სა­ცო­ლეს.

- დედ­მა­მიშ­ვი­ლებ­მა არ სცა­დეს რა­ი­მე ფორ­მით შე­ნი დაც­ვა?

- არა, დი­დად არ მო­უკ­ლი­ათ თა­ვი. მათ­თ­ვის ჩე­მი ტკი­ვი­ლი, ღო­ბეს ჩხი­რია. მთა­ვა­რია, თვი­თონ იყ­ვ­ნენ კარ­გად და სხვა ყვე­ლა­ფერს უნ­და შე­ე­გუ­ოს.

- ახ­ლა რო­გორ ცხოვ­რობ ქმრის ოჯახ­ში?

- ყო­ვე­ლი დი­ლა თენ­დე­ბა ნაც­რის­ფ­რად. ვიწყებ სახ­ლის და­სუფ­თა­ვე­ბას, მე­რე მე­უღ­ლის ნივ­თე­ბის მო­წეს­რი­გე­ბას, სა­დი­ლის მომ­ზა­დე­ბას, რო­მელ­საც ყო­ველ ჯერ­ზე, რა­ღაც მი­ზე­ზით მი­წუ­ნე­ბენ და იწყე­ბა ჩე­მი ლან­ძღ­ვა. არას­დ­როს არა­ფე­რი მოს­წონთ. რა­საც და­მა­ვა­ლე­ბენ, ყვე­ლა­ფე­რი წერ­ტილ-წერ­ტილ რომ შე­ვას­რუ­ლო, ნაკლს მა­ინც იპო­ვი­ან. ქმრის გვერ­დით ყოფ­ნა ჩემ­თ­ვის ტან­ჯ­ვის ტოლ­ფა­სია, მაგ­რამ რა ვქნა, იძუ­ლე­ბუ­ლი ვარ, ჯერ­ჯე­რო­ბით მას­თან ვი­ყო. არა­ვის ვჭირ­დე­ბი, ყვე­ლას­თ­ვის ზედ­მე­ტი ვარ და ასე იქ­ნე­ბა მთე­ლი ცხოვ­რე­ბა.

- თუ ქმარს უყ­ვარ­ხარ, შენს გა­გე­ბას, დაც­ვას რა­ტომ არ ცდი­ლობს? ... განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია