სოფელ ზარდიაანთკარის განაპირას შეიარაღებულმა ფორმიანებმა სამი ადამიანი დააკავეს

სოფელ ზარდიაანთკარის განაპირას შეიარაღებულმა ფორმიანებმა სამი ადამიანი დააკავეს

ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრედ მდებარე სოფელ ზარდიაანთკარის განაპირას შეიარაღებულმა ფორმიანებმა სამი ადამიანი დააკავეს. დაკავებულთაგან ორი ადგილობრივი მცხოვრებია : 21 წლის ალექსი ბოლოთაშვილი და 50 წლის დავით თაზიაშვილი. მესამე კი, სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, სავარაუდოდ, გვარად ქერდიყოშვილი, რომელმაც სოფელ ზარდიაანთკარში სამშენებლო ქვიშა აიტანა.

სოფლის განაპირას საცხოვრებელი სახლის მშენებლობა მიმდინარეობს, სადაც ბოლოთაშვილი და თაზიაშვილი მუშაობდნენ. შესაბამისად, სწორედ ამ ტერიტორიაზე გამოჩნდნენ ე.წ. მესაზღვრეები და როგორც ადგილობრივები, ასევე ავტომანქანის მძღოლიც დააკავეს.

ავტომანქანის მძღოლის გარდა რუსული საჯარისო დანაყოფის წარმომადგენლებმა სატვირთო ავტომანქანაც წაიღეს. ჯერჯერობით დაკავებულების ადგილსამყოფელი დაზუსტებული არ არის.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ