ირაკლი ალასანია - ბიძინა ივანიშვილი საქართველოს წარსულია

ირაკლი ალასანია - ბიძინა ივანიშვილი საქართველოს წარსულია

საქართველოს საზოგადოების არჩევანი "არც "ნაციონალური მოძრაობა" და არც "ქართული ოცნებაა", - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ "PALITRANEWS"-ის გადაცემაში "360 გრადუსი" სტუმრობისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს მომავალი მთავრობის დაკომპლექტება ახალი პოლიტიკური ძალების გადასაწყვეტი იქნება.

"ბიძინა ივანიშვილი საქართველოს წარსულია, ისევე, როგორც სააკაშვილი. არც "ქოცები" და არც "ნაცები" არ არის საქართველოს საზოგადოების არჩევანი. ეს ძალიან კარგად გამოჩნდა კვლევებით. ამიტომ ახალი პოლიტიკური ძალების გადასაწყვეტი იქნება საქართველოს მომავალი მთავრობის დაკომპლექტება", - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."