ომბუდსმენი მოითხოვს, ბიოლოგიის სახელმძღვანელოდან ამოიღონ წამალდამოკიდებული ადამიანის მიმართ გამოყენებული ტერმინი "ნარკომანი"

ომბუდსმენი მოითხოვს, ბიოლოგიის სახელმძღვანელოდან ამოიღონ წამალდამოკიდებული ადამიანის მიმართ გამოყენებული ტერმინი "ნარკომანი"

სახალხო დამცველმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი წინადადებით მიმართა, ბიოლოგიის VIII კლასის გრიფირებული სასკოლო სახელმძღვანელოდან ამოიღონ წამალდამოკიდებული, აივ ინფექციისა და შიდსის მქონე ადამიანების მიმართ სტიგმისა და სტერეოტიპების შემცველი ფრაზები და მსჯელობები.

როგორც "ამბები.გე"-ს სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს, ზოგად წინადადებაში სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ბიოლოგიის სახელმძღვანელოში, წამალდამოკიდებულ ადამიანებთან მიმართებით გამოყენებულია მცდარი ტერმინი "ნარკომანი", ამასთან, წამალდამოკიდებული ადამიანი აღქმულია, როგორც საზოგადოებისთვის საშიში პიროვნება.

სახელმძღვანელოში ასევე ერთმანეთთან არის გაიგივებული აივ ინფექცია და შიდსი და მცდარი ინფორმაციაა მოწოდებული მათი გავრცელებისა და აღნიშნულ დაავადებებთან ბრძოლის შესახებ. სახელმძღვანელოში ასევე ასახულია შიდსით დაავადებული წამალდამოკიდებული პირის "შემზარავი" ფოტო.

სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ სახელმძღვანელოში გამოყენებული ფრაზები, მსჯელობა და მცდარი ინფორმაცია ხელს უწყობს წამალდამოკიდებული, აივ ინფექციის და შიდსის მქონე ადამიანების მიმართ სტერეოტიპული დამოკიდებულების და სტიგმის გაძლიერებას და ახალისებს სხვადასხვა სფეროში მათი უფლებების შეზღუდვას დისკრიმინაციული მოტივით. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ დაუშვებელია სკოლის მოსწავლეებისთვის განკუთვნილ სახელმძღვანელოში გვხვდებოდეს ისეთი გამონათქვამები, რომელიც არასწორ ინფორმაციას აწვდის ბავშვს და კონკრეტულ საკითხზე უქმნის მას ისეთ წარმოდგენას, რამაც შეიძლება წაახალისოს კონკრეტული ჯგუფების მარგინალიზაცია და ხელი შეუწყოს სტერეოტიპული აზროვნების განვითარებას სკოლის ასაკიდანვე.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია