ცესკო-ს თავმჯდომარემ ორ წელიწადში ანაზღაურების სახით 329 520.55 ლარი მიიღო - საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელთა ხელფასები და პრემიები

ცესკო-ს თავმჯდომარემ ორ წელიწადში ანაზღაურების სახით 329 520.55 ლარი მიიღო - საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელთა ხელფასები და პრემიები

ცესკო-ს თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას 2013 წლის სექტემბრიდან 2015 წლის ნოემბრის ჩათვლით ანაზღაურების სახით მიღებული აქვს 329 520.55 ლარი.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ” 2011-15 წლებში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრთა და თანამშრომელთა საქმიანობის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯების მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.

”სამართლიანმა არჩევნებმა” ცესკო-დან გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციის საფუძველზე კომისიის ხელმძღვანელ პირებზე, წევრებსა თუ საშტატო თანამშრომლებზე გაცემული ხელფასების, პრემიებისა და დანამატების ოდენობა შეისწავლა, რომელიც დღეს მედიას „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა მიხეილ ბენიძემ წარუდგინა. მისი ინფორმაციით, სტატისტიკის შესწავლის პროცესში რამდენიმე მნიშვნელოვანი ტენდენცია გამოიკვეთა, კერძოდ, ცესკო-ს თავმჯდომარეების მიერ მიღებული პრემიისა და დანამატების ჯამური ოდენობა მათ თანამდებობრივ სარგოს უტოლდება. მაგალითად, ზურაბ ხარატიშვილს 2011 წლის იანვრიდან 2013 წლის სექტემბრამდე ანაზღაურების სახით 320 271 ლარი აქვს აღებული, აქედან თანამდებობრივი სარგო არის 168 156 ლარი, პრემია - 82 322 ლარი, ხოლო სახელფასო დანამატი 69 793 ლარი. აღნიშნულ პერიოდში ცესკო-ს თავმჯდომარის მიერ მიღებულმა პრემიამ და დანამატმა ჯამში თანამდებობრივი სარგოს 90,5% შეადგინა.

რაც შეეხება ცესკო-ს ამჟამინდელ თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას, 2013 წლის სექტემბრიდან 2015 წლის ნოემბრის ჩათვლით, ანაზღაურების სახით მიღებული აქვს 329 520.55 ლარი, აქედან თანამდებობრივი სარგო არის 165,123.55 ლარი, პრემია - 66 762 ლარი, ხოლო სახელფასო დანამატი 97 635 ლარი.

”სამართლიანი არჩევნების” განმარტებით, აღნიშნულ პერიოდში ცესკო-ს თავმჯდომარის მიერ მიღებულმა პრემიამ და დანამატმა ჯამურად თანამდებობრივი სარგოს 99,6% შეადგინა. არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, პრემიებისა და დანამატების გაცემის სისტემა მსგავსია ცესკო-ს სხვა თანამდებობის პირებისა თუ წევრების შემთხვევაშიც.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."