სოსო ჯაჭვლიანი - ყველამ დაასახელოს თავიანთი მამიდების სახელები, მოუარონ მათ და ნუ ერევიან სხვისი პარტიის საქმეში

სოსო ჯაჭვლიანი - ყველამ დაასახელოს თავიანთი მამიდების სახელები, მოუარონ მათ და ნუ ერევიან სხვისი პარტიის საქმეში

ყველამ მოუაროს თავიანთ მამიდებს და ნუ ერევიან სხვისი პარტიის საქმეში, - ასე გამოეხმაურა ”ქართული ოცნების” დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანი ”რესპუბლიკური პარტიის” მოთხოვნას, თამაზ მეჭიაური პარტიიდან, ხოლო გოგი თოფაძე ფრაქციიდან გარიცხვის შესახებ.

სოსო ჯაჭვლიანმა ”რესპუბლიკელებს” მოუწოდა, სხვა პარტიის საქმიანობაში არ ჩაერიოს.

”გუშინ მოვისმინე ფრაზა ”ყველამ თავის მამიდას მოუაროსო” და ისე გავმხიარულდი ეს რომ მოვისმინე, მეტი რომ არ შეიძლება. მამიდაჩემს ჰქვია ძალიან მაგარი საყვარელი სახელი დოლი ჯაჭვლიანი - უპატიოსნესი ქალია, ძალიან მაგარი ქალია. ამიტომ ყველამ დაასახელოს თავისი მამიდის სახელები და გვარები, მოუარონ თავიანთს მამიდებს და ნუ ერევიან სხვისი პარტიის საქმეში”, - განაცხადა სოსო ჯაჭვლიანმა.

”უკეთესი იქნება, ყველამ თავის მამიდას მიხედოს, - ასე უპასუხა ”მრეწველების” ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ტყემალაძემ გუშინ ”რესპუბლიკელ” დეპუტატ დავით ბერძენიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."