მთელ ამ პოლიტიკურ ორწლიან პროცესში პოლიტიკური ფიგურა, რომელთანაც მე შევძელი ურთიერთობა და რომელიც არასადროს კარგავდა სახეს, ეს არის გიორგი კვირიკაშვილი, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.
"მე ერთადერთი შემიძლია ხაზგასმით ვთქვა, რომ მთელ ამ პოლიტიკურ ორ წლიან პროცესში პოლიტიკური ფიგურა, რომელთანაც მე შევძელი ურთიერთობა და რომელთანაც შესაძლებელი იყო მანამდეც კონსტრუქციული დიალოგი, დღესაც შესაძლებელია და იმედია, რომ მომავალშიც ასე იქნება, ეს არის გიორგი კვირიკაშვილი. რომელიც არასადროს კარგავდა სახეს, როგორც მინისტრი და როგორც ვიცე-პრემიერი.
დანარჩენ ფიგურანტებზე ნაკლებად მინდა ვიმსჯელო, მაგრამ ამ პროცესს აქვს თავისი ისტორია და მეთოდურად როდესაც შენს პრინციპებს ღალატობ, ეს გიბრუნდება უკან", - განაცხადა გიორიგ მარგველაშვილმა.