თბილისში კერძო სახლებისადმი ინტერესი გაიზარდა

 თბილისში კერძო სახლებისადმი ინტერესი გაიზარდა

დედაქალაქში საცხოვრებელი სახლების მიმდინარე მშენებლობები ბოლო პერიოდის აქტუალური თემაა. მთელი თბილისის მასშტაბით მშენებლობები სწრაფი ტემპით გრძელდება და თანდათან ახალ-ახალი დასახლებები ჩნდება. საცხოვრებლად მოსახლეობის გარკვეული ნაწილი კერძო სახლს, უმრავლესობა კი ბინას ირჩევს. თუმცა, უნდა ითქვას ისიც, რომ ბოლო პერიოდში კერძო სახლების მიმართ ინტერესი მატულობს და შეძენის მსურველთა რიცხვიც იზრდება.

როგორც უძრავი ქონების სააგენტოს კიბე.გე-ს დირექტორი ნელი გოგუაძე "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნავს, უკანასკნელ ხანებში მოთხოვნა კერძო სახლებზე გაზრდილია. ბოლო პერიოდის ტენდენცია გვიჩვენებს, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი სახლის შეძენას ან აშენებას ქალაქის ხმაურიდან მოშორებით, პერიფერიებში არჩევს.

"ცხადია, ბინების გაყიდვები ყოველთვის აჭარბებს რეალიზებული კერძო სახლების რაოდენობას, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წლებთან შედარებით, კერძო სახლების გაყიდვები მომატებულია. სუფთა ჰაერის, ეკოლოგიური პირობებისა და შედარებით დაბალი ფასის გამო , მოსახლეობის უმრავლესობა უპირატესობას გარეუბნებს ანიჭებს. ამავდროულად, მინდა ვთქვა, რომ ქალაქის ცენტრში ვაკესა და საბურთალოზე ფაქტიურად ადგილი აღარაა, სადაც კერძო სახლის აშენება იქნება შესაძლებელი", -აღნიშნავს ნელი გოგუაძე.

ბინებისა და კერძო სახლების ფასებზე, მოთხოვნასა და მიწოდებაზე უფრო დეტალურად "ბიზნესპრესნიუსი“ უძრავი ქონების საიტის saqme.ge-ს რედაქტორს ლელა არაბულს ესაუბრა. saqme.ge-ს მონაცემებით, დღეის მდგომარეობით გასაყიდად შეთავაზებული უძრავი ქონების რაოდენობა რაიონების მიხედვით ასე გადანაწილდა: გლდანი-ნაძალადევი -1920 ბინა, 500 -კერძო სახლი; დიდუბე-ჩუღურეთი - 1000 ბინა, 140 კერძო სახლი, ვაკე-საბურთალო - 3240 ბინა 360 კერძო სახლი, ისანი-სამგორი - 1760 ბინა, 240 კერძო სახლი, ხოლო ძველი თბილისი - 420 ბინა და 106 კერძო სახლი  წაიკითხეთ ვრცლად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია