ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყების თარიღი ცნობილია

ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყების თარიღი ცნობილია

ერთიანი ეროვნული გამოცდები 1-ელ ივლისს დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

ცენტრის ცნობით, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას აბიტურიენტები პარასკევს და შაბათს, 1-ელ და 2 ივლისს ჩააბარებენ.

4-5 ივლისს ჩატარდება გამოცდები ზოგად უნარებში, 6-7 ივლისს ინგლისურ ენაში. 6 ივლისს რუსულსა და ფრანგულ ენებში, 7 ივლისს რუსულსა და გერმანულ ენებში, 8 ივლისს სამოქალაქო განათლებაში, 11 ივლისს ქიმიაში, 14 ივლისს მათემატიკაში, 15 ივლისს გეოგრაფიაში, 18 ივლისს ისტორიაში, 19 ივლისს ლიტერატურაში, 20 ივლისს ბიოლოგიაში, 21 ივლისს ფიზიკაში, ასევე სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში.

ამასთან, როგორც ცნობილია, 2016 წელს გამოცდები ნაწილობრივ ელექრონული ფორმატით ჩატარდება. ფორმატის ცვლილება მხოლოდ ტესტის (და არა პასუხების ფურცლის) ელექტრონულად მიწოდებას ითვალისწინებს. ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია წელს 41 500 -ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია