ეკა ზღულაძე უკრაინის შს მინისტრის პირველი მოადგილის პოსტს ტოვებს

ეკა ზღულაძე უკრაინის შს მინისტრის პირველი მოადგილის პოსტს ტოვებს

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ეკა ზღულაძე თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ შს მინისტრი, არსენ ავაკოვი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს. მისი თქმით, მინისტრთა კაბინეტმა მისი გადაყენების შესახებ გადაწყვეტილება თავად ზღულაძის თხოვნის საფუძველზე მიიღო.

"ეკა მიდის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობიდან. მინისტრთა კაბინეტმა შესაბამისი გადაწყვეტილება მისი თხოვნის საფუძველზე მიიღო. ეკა თავად გააკეთებს განცხადებას. ჭორები საჭირო არ არის", - წერს არსენ ავაკოვი.

როგორც უკრაინის შს მინისტრი ამბობს, ზღულაძემ მიიღო მისი წინადადება სამინისტროში რეფორმებზე მომუშვე ჯგუფთან მუშაობის შესახებ, შედეგად იგი მუშაობას სამინისტროში გააგრძელებს და მრჩეველთა სპეციალურ ჯგუფს უხელმძღვანელებს.

ეკა ზღულაძე უკრაინის შს მინისტრის პირველი მოადგილის პოსტს 2014 წლის ბოლოდან იკავებდა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."