საქართველო პროდუქტის სიძვირით ევროპას გაუტოლდა

 საქართველო პროდუქტის სიძვირით ევროპას გაუტოლდა

საქართველოში სურსათი უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ამერიკასა და ევროკავშირის ქვეყნებში. ამ დროს, ჩვენთან 3,7 მილიონი ადამიანიდან 1 მილიონზე მეტი ღატაკად თვლის თავს. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ამასთანავე, ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის სიდიდით ამერიკა 10-ჯერ უსწრებს საქართველოს, ევროკავშირი კი - 9-ჯერ. ამიტომაც არის, რომ ქვეყანაში სოციალური ფონი ძალიან მძიმეა.

მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მეურნეობა მთავრობის მთავარი პრიორიტეტი გახდა, აქ მოწეული პროდუქცია სანახევროდაც კი ვერ აკმაყოფილებს ადგილობრივ მოთხოვნილებას. ღირებულების თვალსაზრისით კი ქართული ხილ-ბოსტნეული იმპორტირებულს კონკურენციას ვერ უწევს. ამიტომაც სავაჭრო ქსელებში მუდმივად იზრდება ფასი, რომელიც საშუალო ევროპულ დონეს გაუტოლდა და ზოგ გემთხვევაში, გაუსწრო კიდეც. ამის სადემონსტრაციოდ რამდენიმე მაგალითიც საკმარისია.

"რეზონანსის" ინფორმაციით, ლიტვაში 1 კილოგრამი ძვლიანი ხორცი 9 ლარის ფარგლებში მერყეობს (3,5 ევრო), რბილი ხორცის ღირებულება კი, საშუალოდ, 12,5 ლარია (5 ევრო). ერთი ლიტრი რძის ფასი მაქსიმუმ 2 ლარია (0,8 ევრო), 1 კილოგრამი ქარხნული ყველის ღირებულება კი, საშუალოდ, 7,5 ლარია.

ბელგიაში (ბრიუსელში) 1 კილოგრამი კარტოფილი 75 თეთრი ღირს (0,29 ევრო), პომიდორი - 2,37 ლარი (0,95 ევრო), 1 კილოგრამი ბანანი - 2,75 ლარი (1,09 ევრო), 1 კილოგრამი ბრინჯი - 2,15 ლარი (0,85 ევრო), 1 ლიტრი ზეთი - 3 ლარი (1,2 ევრო), 700 გრ ტომატ-პასტა - 3 ლარი (1,2 ევრო), 1 კილოგრამი შაქარი - 2,4 ლარი (0,96 ევრო), 1 კგ საქონლის ხორცი - 20 ლარი (8 ევრო), 1 კილოგრამი ქათმის ფასი 7,5 ლარია (2,99 ევრო)  განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია