"თუ არ გამორთავთ, გაგაძევებთ" - ბესელია-თაქთაქიშვილის დაპირისპირების გამო სხდომა შეწყდა

 "თუ არ გამორთავთ, გაგაძევებთ" - ბესელია-თაქთაქიშვილის დაპირისპირების გამო სხდომა შეწყდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატ ეკა ბესელიასა და ჩიორა თაქთაქიშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

ვიდეო| ბესელიამ და თაქთაქიშვილმა ისე იჩხუბეს, რომ კომიტეტის სხდომა შეწყდა - ნახეთ დაპირისპირების ვიდეომასალა

ჩიორა თაქთაქიშვილმა სხდომაზე, რომელზეც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის შესახებ ანგარიშს განიხილავდნენ, სასამართლო რეფორმა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ სასამართლო კრიზისში შეიყვანა.

სხდომის წამყვანმა, ეკა ბესელამ ჩიორა თაქთაქიშვილს რეგლამენტის დაცვა და მიკროფონის გამორთვა მოსთხოვა, თუმცა თაქთაქიშვილი მას არ დაემორჩილა, რის შემდეგაც ბესელიამ მოუწოდა, სხდომათა დარბაზი დაეტოვებინა, რასთან დაკავშირებითაც მანდატურებსაც მიმართა.

თაქთაქიშვილი ბესელიას არც ამ მოთხოვნას დაემორჩილა, რის გამოც ბესელიამ სხდომის დასრულება გადაწყვიტა. ამ დროისთვის სხდომა შეწყვეტილია.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."