6 წესი, რომელიც საგზაო პატრულთან ურთიერთობისას დაგეხმარებათ

6 წესი, რომელიც საგზაო პატრულთან ურთიერთობისას დაგეხმარებათ

6 წესი, რომელიც საგზაო პატრულთან ურთიერთობისას დაგეხმარებათ:

  • განეწყეთ პოზიტიურად საგზაო პატრულის მიმართ - მოვალეობის შესრულებისას იგი მკაცრ ინსტრუქციებს ემორჩილება და მისი ქმედებები იწერება - შედეგად შეეცადეთ გაუგოთ მას, რომ ჯარიმა იქნება თუ შენიშვნა, ეს თქვენივე უსაფრთხოებისა და სიფხიზლისთვის არის სასარგებლო.
  • კეთილგანწყობა, მზერითი კონტაქტი და შეცდომის აღიარება - ეს სამი ქმედება თქვენს სასარგებლოდ იმუშავებს და შესაძლოა, პატრულის თანამშრომელი მხოლოდ შენიშვნით დაკმაყოფილდეს.
  • ნუ უარყოფთ დარღვევას და ნუ მოიყვანთ მაგალითად სხვა შემთხვევას, როცა არასწორი საგზაო მანევრი თუ ქმედება დაუსჯელი დარჩა - რადგან თქვენ კანონდამცველს აწვდით ინფორმაციას რეაგირების გარეშე დარჩენილი დარღვევის შესახებ, ამიტომ ნუ დაელოდებით მისგან შეღავათს - ეს თქვენ შეახსენეთ მას, რომ იყოს მკაცრი და შეუვალი.
  • საგზაო მოძრაობის ყველა მონაწილე ვრცელი სისტემის ნაწილია. თავისი ქმედებებით იგი არა მარტო დანიშნულების ადგილამდე მისვლას უზრუნველყოფს, არამედ მოძრაობისას ხელს უწყობს ( ან უშლის ) თანამოქალაქეებს. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ამ სისტემის მცველი საგზაო პატრული, არღვევთ რა შეგნებულად საგზაო მოძრაობის წესს, განიხილავს თქვენს ქმედებას როგორც სხვა მონაწილეთა, ასევე მის უპატივცემულობად. შედეგად, როცა საქმე დაჯარიმებამდე მივა, ნუ გაგიკვირდებათ წესრიგის მცველთა შეუვალობა.
  • დიდი სხვაობაა უნებლიე და შეგნებულ დარღვევას შორის - საგზაო პატრულის რეაგირებაც შესაბამისია - შედარებით ლოიალურიდან მაქსიმალურად მკაცრ სასჯელამდე. ნებისმიერ შემთხვევაში უმჯობესია სიმშვიდის და კეთილგანწყობის შენარჩუნება.
  • იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არ ეთანხმებით საგზაო პატრულის გადაწყვეტილებას და თვლით რომ სასჯელი მეტისმეტად მკაცრია, ან დარღვევას არ ქონია ადგილი - უმჯობესია, თუ გამოიყენებთ კანონით მონიჭებულ უფლებას და გაასაჩივრებთ კონკრეტულ ფაქტს. დაჯარიმების ადგილზე სიტყვიერი დავა ნივთმტკიცებად არ გამოდგება და თქვენთვისაც და საგზაო პატრულის თანამშრომლისთვისაც უარყოფითი ემოციის გარდა არაფრის მომტანია.

ეს და კიდევ სხვა სასარგებლო რჩევები წაიკითხეთ ბროშურაში "ავტომრჩეველი", ჟურნალ "ავტობილდთან" ერთად.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ