თამაზ მეჭიაური - კვირიკაშვილთან და ივანიშვილთან კონსულტაცია მექნება და მერე გავაკეთებ განცხადებას, რომელიც არ იქნება უინტერესო

თამაზ მეჭიაური - კვირიკაშვილთან და ივანიშვილთან კონსულტაცია მექნება და მერე გავაკეთებ განცხადებას, რომელიც არ იქნება უინტერესო

მმართველი გუნდის წევრი თამაზ მეჭიაური მოქმედ და ყოფილ პრემიერ-მინისტრებთან, გიორგი კვირიკაშვილსა და ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციების გამართვას გეგმავს, რომლის შემდეგაც ”საინტერესო განცხადებას” გააკეთებს. ამის შესახებ მეჭიაურმა ჟურნალისტებს თავად განუცხადა.

კითხვაზე, უკავშირდება თუ არა მსგავსი გადაწყვეტილება პარტიიდან მის შესაძლო წავლას, მეჭიაურის თქმით, მკვეთრი განცხადებებისგან ამ დროსითვის თავს შეიკავებს.

”მექნება კონსულტაციები პრემიერ-მინისტრთან და შემდეგ ყოფილ პრემიერთან. დღეს ვაპირებდი ამის გაკეთებას, მაგრამ პარლამენტში კვორუმის პრობლემაა, დღევანდელ სხდომას დავესწრები და მკვეთრი განცხადებების გაკეთებისგან თავს შევიკავებ. მას შემდეგ, რაც კვირიკაშვილთან და ივანიშვილთან კონსულტაციები მექნება, შეიძლება, ისეთი განცხადება გავაკეთო, რომელიც მთლად არ იყოს უინტერესო”, - განაცხადა მეჭიაურმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."