"სისხლის ბოლო წვეთამდე - როგორ ინარჩუნებს უძველესი ერი რწმენას" - ამერიკულმა ტელეკომპანიამ საქართველოზე სიუჟეტი მოამზადა

"სისხლის ბოლო წვეთამდე - როგორ ინარჩუნებს უძველესი ერი რწმენას" - ამერიკულმა ტელეკომპანიამ საქართველოზე სიუჟეტი მოამზადა

"სისხლის ბოლო წვეთამდე! - როგორ ინარჩუნებს უძველესი ერი რწმენას" - ამერიკულმა ტელეკომპანია CBN News-მა საქართველოზე სიუჟეტი მოამზადა. CBN ამერიკული ქრისტიანული სამაუწყებლო ქსელია, რომელიც ორიენტირებულია რელიგიური კუთხით გააშუქოს სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციები და კულტურა.

"ახლა ისეთ ადგილას წაგიყვანთ, რომელზეც ცოტა ადამიანს თუ სმენია ან იცის მისი ადგილმდებარეობის შესახებ. ამერიკის სანაპიროებიდან 9000 კმ-ს დაშორებით მდებარეობს საქართველო. ჩვენ არ ვსაუბრობთ აშშ-ს შტატზე, არამედ ანტიკურ მიწაზე, სადაც კულტურა, ტრადიცია და რწმენა ძალიან ძლიერია.

ცნობილი მწერალი ჯონ სტეინბეკი იყო ადამიანი, რომელმაც 1947 წელს საბჭოთა კავშირში მოგზაურობისას, საქართველოს "მეორე სამოთხე" უწოდა. საქართველოს რესპუბლიკა კავკასიის მთებსა და შავ ზღვას შორის მდებარეობს. სამხრეთით მას თურქეთი და სომხეთი ესაზღვრება, აღმოსავლეთით აზერბაიჯანი, ხოლო ჩრდილოეთით რუსეთი" - ასე აცნობს საქართველოს ინგლისურენოვან მაყურებელს კორესპონდენტი ჯორჯ ტომასი.

"ეს არის მიწა, სადაც ხალხი საუბრობს ენაზე, რომელიც დაახლოებით 2000 წლისაა! დედაქალაქ თბილისში, ანტიკურობისა და თანამედროვეობის შერწყმა ქმნის ქვეყნის მდიდარი კულტურისა და ტრადიციების პორტრეტს" - ამბობს ავტორი სიუჟეტში. 6-წუთიან ვიდეოში გამოყენებულია ქართველი ფოტოგრაფის - გიორგი შერმაზანაშვილის (Shermaza) მიერ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გადაღებული შთამბეჭდავი კადრები.

ბიზნესმენი ლევან ვასაძე რეპორტაჟის ერთ-ერთი რესპონდენტია. იგი ქვეყნის უძველეს კულტურაზე და მძიმე ისტორიაზე საუბრობს, მისი თქმით, საქართველო საუკუნეების მანძილზე იყო დიდი იმპერიების ბრძოლის ველი, მათ შორის: ოსმალების, სპარსელების, ბერძნების, ბიზანტიის იმპერიის, მონღოლების, რუსების. ვასაძის გარდა, სიუჟეტის რესპონდენტები არიან ეთნოგრაფი ლუარსაბ ტოგონიძე, რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი), საქართველოს ეროვნული მუზეუმის კურატორი ელენე კავლელაშვილი.

იხილეთ სიუჟეტი ვრცლად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია