1948 წლის საყოველთაო დეკლარაციის თანახმად, ადამიანს აქვს სრულფასოვანი კვების უფლება. ამის მიუხედავად, დედამიწის მოსახლეობის 30% საკვების ნაკლებობას განიცდის. მინესოტის უნივერსიტეტის მეცნიერების პროგნოზით, დღეის მონაცემებით დედამიწის მოსახლეობა 9,6 მილიარდი ადამიანით გაიზარდა და შეიქმნება საკვების დეფიციტი. ამიტომ მსოფლიოს მეცნიერებმა დაიწყეს შრომა მომავლის საკვების შესაქმნელად.
საკვები პლასტირი
ტრანსდერმალური პლასტირი - ეს არ არის ახალი სიტყვა მედიცინაში. პლასტირში ჩამონტაჟებული ჩიპი იძლევა ინფორმაციას ადამიანის ორგანიზმის "შიმშილის" შესახებ და საჭიროების შემთხვევაში ორგანიზმს დანამატებს მიაწოდებს. საკვები პლასტირი პირველ რიგში გამოადგებათ სამხედროებს - საბრძოლო ზონებში, კოსმონავტებსა და მაღაროელებს. პირველი ნიმუშები გამოვა 2025 წელს.
მკვებავი საღეჭი რეზინა
მოთხრობაში "ჩარლი და შოკოლადის ფაბრიკა" ექსცენტრიულმა კონდიტერმა, ვილი ვონკამ გამოუშვა საღეჭი რეზინა - სადილი. მისი დაღეჭვის შემთხვევაში, ისეთი შეგრძნება გეუფლებოდა, თითქოს სრულფასოვანი ლანჩი მიირთვი. ზღაპრული ჩანაფიქრის განხორციელება გადაწყვიტა ბრიტანელმა მეცნიერმა, დეიბ ჰარტმა და მასზე მუშაობა 2010 წელს დაიწყო. საღეჭ რეზინაში ჰარტმა დანერგა მიკროკაფსულები სხვადასხვა პროდუქტის გემოთი, რომლებიც ნერწყვთან კონტაქტის დროს სკდებოდა.
განაგრძეთ კითხვა