რა არ უნდა გააკეთოთ, როცა ბავშვს ახველებს და როდის უნდა მიმართოთ ექიმს

რა არ უნდა გააკეთოთ, როცა ბავშვს ახველებს და როდის უნდა მიმართოთ ექიმს

ხველა მეტად შემაწუხებელი სიმპტომია, რომელსაც თან ახლავს პაციენტის და მისი ოჯახის წევრების შეშფოთება. ხშირია მშობლის მიერ სიმპტომის არასწორი შეფასების და მკურნალობის შემთხევები. ხველის შესახებ დეტალურ ინფორმციას პედიატრიული პრივატ კლინიკის პედიატრი, ლიკა თედიაშვილი მოგვაწვდის.

- რისგან იცავს ორგანიზმს ხველა?

- ხველა, როგორც სამედიცინო სიმპტომი, მნიშვნელოვანი დაცვითი რეფლექსია, რომელიც იცავს სასუნთქ გზებს უცხო სხეულის მოხვედრისგან, ასევე ხელს უწყობს ბრონქების გათავისუფლებას წარმოქმნილი ჭარბი ლორწოსა და ნახველისგან. ნორმის პირობებში ჯანმრთელ ბავშვს შესაძლებელია აღენიშნოს ხველის 11 ეპიზოდი 24 სთ-ში, თუმცა ამავე დროს გასათვალისწინებელია, რომ ხველა შესაძლებელია იყოს ერთ-ერთი გამოხატული სიმპტომი, როგორც სასუნთქი სისტემის, ასევე სხვა სისტემების დაავადებებისა.

- რამდენნაირი შეიძლება იყოს ხველა?

- ხველა შეიძლება იყოს მშრალი (როცა არ შეიგრძნობა ნახველის ხმიანობა) და სველი ხასიათის (ხველის დროს ბავშვი გამოყოფს ნახველს ან შეიგრძნობა ნახველის არსებობა ბრონქებში). ხანგრძლივობის მიხედვით ხველა შეიძლება იყოს მწვავე (რომელიც გრძელდება არაუმეტეს 3 კვირა), ქვემწვავე (3-8 კვირა) და ქრონიკული (რომელიც გრძელდება 8 კვირა და მეტი). ხველა შეიძლება იყოს მსუბუქი ხასიათის, რომელიც არ იწვევს ჩვეული მდგომარეობის დარღვევას, ან ხასიათდებოდეს მძიმე მიმდინარეობით, რომელსაც თან ახლავს ბავშვის ზოგადი მდგომარეობის დარღვევა და ისეთი საშიშროების ნიშანიც, როგორიცაა სუნთქვის გაძნელება.

- რა იწვევს ხველას?

ბავშვთა ასაკში ხველის გამომწვევი უხშირესი მიზეზები არის:

სასუნთქი სისტემის ინფექციური დაავადებები (მაგ: მარტივი გაციება, ბრონქიტი, ბრონქიოლიტი, ფილტვების ანთება)

უნცხო სხეულის ასპირაცია (გადაცდენა).

ასთმა (სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადება, რომელიც ხასიათდება პერიოდულად სუნთქვის გაძნელებით).

სხვადასხვა სასუნთქი გზების თანდაყოლილი პათოლოგიები.

ხველის ტიპი (ფსიქოგენური პათოლოგია, რომელსაც ახასიათებს ხველის, როგორც ჩვევის არსებობა, აქ საგულისხმოა ის ფაქტი რომ ძილის დროს ხველა საერთოდ აღარ აღინიშნება)... განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია