პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომა ხმაურით მიმდინარეობს. დეპუტატებმა "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები მესამე მოსმენით იხილება . "ნაციონალური მოძრაობა" განხილვის წინააღმდეგია.
საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები ითხოვენ, საკითხის მესამე მოსმენით განხილვა გადაიდიოს, ვიდრე არ იქნება წარმოდგენილი ვენეციის კომისიის დასკვნები და შენიშვნები.
"კომიტეტმა მესამე მოსმენით საკითხი არ უნდა განიხილოს და არ უნდა ჩაატაროს კენჭისყრა. აღნიშნული საკითხის ძალით გატანას სერიოზული და გამოუსწორებელი შედეგი მოჰყვება. მოუხმეთ გონიერებას და მიიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილება", - განაცხადა დეპუტატმა ჩიორა თაქთაქიშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე.
ოპოზიციონერი დეპუტატების პროტესტის მიუხედავად, კომიტეტის სხდომაზე ინიციატივის განხილვა მიმდინარეობს.