ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, ,,ქართული ოცნება“ ყრილობაზე საინტერესო გეგმებს წარადგენს

ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, ,,ქართული ოცნება“ ყრილობაზე საინტერესო გეგმებს წარადგენს

დეპუტატ ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, დღეს ,,ქართული ოცნების“ ყრილობაზე საინტერესო გეგმები იქნება წარმოდგენილი.

როგორც ტყემალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სავარაუდოდ დღეს პოლიტსაბჭოს განახლებული სახეები გახდება ცნობილი.

,,ნამდვილად ვაპირებთ ყრილობაზე წასვლას, თუკი პლენარული სხდომა ადრე დასრულდება. ”ქართულ ოცნებას“ დაანონსებული აქვს, რომ იქნებიან ახალი სახეები, თუმცა არ ვიცი ეს სახეები დღეს გამოჩნდებიან თუ არა. პოლიტსაბჭოს განახლებული წევრები ეყოლება. ვფიქრობ, რომ ,,ქართული ოცნება“ ჩვეულებრივი შემართებით ყრილობაზე საინტერესო გეგმებსაც წარმოადგენს“, - განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.

დღეს, თბილისში,16.00 საათზე ”ქართული ოცნების ”ყრილობა გაიმართება.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."