სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საპატრულო პოლიციის მობილიზება საღამოს დაგეგმილ ღონისძიებას უკავშირდება.
"ღონისძიების ორგანიზატორებმა მოგვმართეს წერილობით და ადგილზე საპატრულო პოლიციის ყოფნა მოითხოვეს. ჩვენი წარმომადგენლები ადგილზე იმყოფებიან", - აცხადებენ სამინისტროში.
"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ავტომანქანების პარკირების საშუალებას არ აძლევენ.
დღეს, 16:00 საათზე, სპორტის სასახლეში "ქართული ოცნების" ყრილობა გაიმართება.