ლეონიდ ჩერნოვეცკი პოლიტიკურ საქმიანობას აჩერებს

ლეონიდ ჩერნოვეცკი პოლიტიკურ საქმიანობას აჩერებს

კიევის ყოფილი მერი, "ბედნიერი საქართველოსთვის" ლიდერი ლეონიდ ჩერნოვეცკი პოლიტიკურ საქმიანობას აჩერებს, - ამის შესახებ აჭარის ტელევიზიას "ბედნიერი საქართველოსთვის" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ქვრივიშვილმა განუცხადა.

"გავაჩერებთ საქმიანობას, სავარაუდოდ", - განაცხადა ქვრივიშვილმა.

კითხვაზე, მიიღებს თუ არა მონაწილეობას ლეონიდ ჩერნოვეცკი არჩევნებში, ქვრივიშვილმა აღნიშნა, რომ ის დღეიდან პოლიტიკური ფიგურა აღარ იქნება.

ამასთან, "ბედნიერი საქართველოსთვის" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ჩერნოვეცკის აღნიშნული გადაწყვეტილება ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას უკავშირდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."