პატრიარქმა ერს თამარობა მიულოცა

პატრიარქმა ერს თამარობა მიულოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ერს თამარობა მიულოცა. დიდუბის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში თამარობის დღესასწაულთან დაკაშირებით დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ პარაკლისი გადაიხადა და ტაძარში შეკრებილებს თამარობა მიულოცა.

უწმინდესმა მრევლს ქადაგებით მიმართა და თამარ მეფის ღვაწლის შესახებ ისაუბრა. უწმინდესის თქმით, წმინდა მეფე თამარი განსაკუთრებული წმინდანია საქართველოს ისტორიაში.

ილია მეორის განცხადებით, წმინდა თამარ მეფემ საეკლესიო კრება მოიწვია და სასულიერო პირებს, პატრიარქს მიმართა. სამღვდელოებისა და ხალხის განსჯა მისგან დაეწყოთ.

"თქვენ იცით, რომ თამარ მეფე ორჯერ ეკურთხა მეფედ. ჯერ მამის დროს, მერე მამის გარდაცვალების შემდეგ. მისი პირველი ბრძანება იყო: გახსენით საუნჯენი, დაურიგეთ გაჭირვებულ ხალხსო. თამარ მეფე დღესაც მფარველობს საქართველოს და საქართველოს ეკლესიას. შეგეწიოთ მისი ლოცვა-კურთხევა თქვენ და საქართველოს", - ბრძანა უწმინდესმა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია