ირაკლი ღარიბაშვილი "ქართული ოცნების" ყრილობას დაესწრება

ირაკლი ღარიბაშვილი "ქართული ოცნების" ყრილობას დაესწრება

ოფიციალური ინფორმაციით, ყრილობის მოსაწვევები მიიღეს ყოფილმა პრემიერ-მინისტრებმა ბიძინა ივანიშვილმა და ირაკლი ღარიბაშვილმა.

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" დღეს ყრილობას გამართავს. პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" დღეს რიგით IV ყრილობას გამართავს. ყრილობაზე პარტიის წევრები ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ. ამ პოსტზე წარდგენილია პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. ყრილობა ასევე პარტიის პოლიტსაბჭოს განახლებულ შემადგენლობას აირჩევს და ახალ წესდებას დაამტკიცებს.

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, ყრილობაზე მიწვეული არიან ყოფილ პრემიერ-მინისტრები ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი.

პარტიულ ყრილობაზე "ქართულმა ოცნებამ" დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც მიიწვია.

პარტიის ყრილობა თბილისის სპორტის სასახლეში 16:00 საათზე დაიწყება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."