"რა გატირებს, დედა, არ მოვმკვდარვარო და..."

"რა გატირებს, დედა, არ მოვმკვდარვარო და..."

2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისთან რუსეთის საბრძოლო დანაყოფთან შეტაკებისას 17 სამხედრო დაიღუპა, რომლებიც საქართველოს უახლეს ისტორიაში შინდისის გმირების სახელით შევიდნენ. მათ შორის იყო 22 წლის ვანელი მიშიკო დვალიშვილი სოფელ ზედა მუქედიდან.

"მიშიკო და მისი თანამებრძოლები სანთლად უნთია სამშობლოს და ამით ამაყი ვარ", - ამბობს მიშიკოს მამა, აფხაზეთის ომის ვეტერანი დავით დვალიშვილი:

- 1992 წელს დავიწყე გვარდიაში სამსახური, 93-ში კი ქუთაისის 21-ე ბრიგადასთან ერთად სამშვიდობო მისიით წავედი აფხაზეთში. ეს იყო ხანგრძლივი ომი... ყველაზე საშინელი სურათი კინდღში ვნახე, აფეთქებულ ხიდზე დაჭრილებს უმოწყალოდ ცხრილავდნენ, ხეზე ჩამოკიდებული დედა და ჩვილიც მინახავს, მანქანაში დამწვარი ცხედრებიც.

ომში მეტსახელად მუჭო შემარქვეს. მეგრელი თანამებრძოლი გვყავდა, ჯოჯოს ეძახდნენ და აფხაზების თავდასხმის დროს, მეგრულად მივმართე, ჯოჯო, სად ხარ, მუჭო სკანე, აფხაზები მოდიან, მაგენის ასე და ისე-მეთქი. მას მერე მუჭო შემარქვეს. სოხუმის დაცემამდე აფხაზეთი არ დამიტოვებია. შევარდნაძის ბრძანებით გამოიყვანეს ჩვენი ჯარი აფხაზეთიდან. პოლიტიკოსებისთვის არ ვიცი, რა იყო ის ომი, მე ერისა და ქვეყნის წინაშე პირნათლად მოვიხადე ჩემი ვალი. სწორედ იმ წელს, 1993-ში წავიდა ჩემი მიშიკო სკოლაში.

ტელეფონში აფეთქების ხმა გავიგონეთ...

მიშიკო სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან გაიწვიეს, 2007 წელს საკონტრაქტო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და სენაკის მეორე ბრიგადის საინჟინრო ასეულში ჩაირიცხა. მიშიკოს ნაწილი ცხინვალში თუ იყო, არ ვიცოდი. 10 აგვისტოს გამიმხილა, ცხინვალში ვარ, ტყეში, ქალაქს რუსები ბომბავენო. 11-ში დილას დავურეკე, მითხრა, სამშვიდობოს გამოვდივართო და დავპირდი, სახლში მივალ და დედას დაგალაპარაკებ-მეთქი. 3 საათზე მართლაც დავურეკეთ, ტელეფონში აფეთქების ხმა გავიგონეთ, მეუღლეს ცრემლი წასკდა, მიშიკომ: რა იყო, დედა, კი არ მოვმკვდარვარ, რა გატირებსო. ამის მერე ტელეფონი გაითიშა. ეს იყო ჩვენს შვილთან უკანასკნელი საუბარი.

ჩვენი პატრიარქის დახმარებით გამოიტანეს ცხედრები, მიშიკო 14 აგვისტოს შინ მომისვენეს... 40 დღე რომ გავიდა, შინდისში ჩავედი, იქაურებმა მითხრეს: რკინიგზასთან რუსები იყვნენ ჩასაფრებული. როცა სოფელში ბიჭები შემოვიდნენ, რუსებმა ცეცხლი გაუხსნესო. პირველ მანქანაზე 5 ბიჭი გარდაცვლილა. მათ უკან კიდევ ორი პიკაპი მოჰყვებოდა. მეორეში მიშიკო მჯდარა... განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია