რჩევები მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების მძღოლებს

რჩევები მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების მძღოლებს

საქართველოში უამრავი მარჯვენასაჭიანი ავტომობილი მოძრაობს, გამომდინარე მათი დაბალი ფასიდან, მისაღები ტექნიკური მდგომარეობიდან და შედარებით ახალგაზრდა ასაკიდან.

* მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების სიჭარბე ჩვენს გზებზე დამატებით ყურადღებას და სიფრთხილეს მოითხოვს მოძრაობის ყველა მონაწილისგან, მიუხედავად მათი ავტომანქანების საჭის მდებარეობისა, ვინაიდან საქართველოში მოძრაობა ხდება მარჯვენა მხარეს, შესაბამისად, გზების მონიშვნა, საგზაო ნიშნები და ინფრასტრუქტურა ადაპტირებულია სწორედ მარჯვენა მხარეს მოძრავი მარცხენასაჭიანი ავტომობილებისთვის.

* ნუ გაასწრებთ მარჯვნიდან. გასაგებია, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომანქანით მსგავსი მანევრის განხორციელებას იოლად შეძლებთ, მაგრამ ამავდროულად, შექმნით საშიშ ავარიულ სიტუაციას.

* მარჯვენასაჭიანი ავტომანქანა უბიძგებს მძღოლს (მით უმეტეს, თუ იგი მანამდე მარცხენასაჭიან ავტომანქანას მართავდა), რომ უნებლიეთ დაიკავოს მარცხენა მხარე ზოლის მონიშვნის იგნორირებით, რითაც კეტავს სივრცეს და აფერხებს მოძრაობას. ჩვევის გამომუშავებას გარკვეული დრო სჭირდება. ამიტომ ყურადღება ადევნეთ საგზაო მონიშვნას და ნუ დაკარგავთ თქვენს ზოლს.

* ყურადღებით იყავით მარცხენა ზოლში მოძრაობისას. როცა თქვენ წინ მიმავალი მანქანა გიფარავთ სივრცეს, შესაძლოა, ამ დროს შემხვედრი ზოლიდან ცდილობდნენ მოხვევას, ხოლო, როცა შენიშნავთ მანქანას, მანძილი უკვე კრიტიკულად მცირე იქნება.

* გასწრებისას რეკომენდებულია მანევრის შედარებით ადრე

დაწყება, ვიდრე ამას მარცხენასაჭიანი ავტომანქანის მართვისას გააკეთებდით. ზოგ შემთხვევაში, მარჯვენასაჭიანი მანქანის მძღოლი სივრცეს მარჯვენა მხრიდან დაზვერავს ხოლმე და ამის შემდეგ ასწრებს მარცხნიდან, მაგრამ გახსოვდეთ, რომ დროის ამ მცირე მონაკვეთში სიტუაცია გზაზე შესაძლოა სრულიად შეიცვალოს... განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია