თორნიკე ოქრიაშვილის გუნდის ფანებმა სტადიონი გადაწვეს

 თორნიკე ოქრიაშვილის გუნდის ფანებმა სტადიონი გადაწვეს

14 მაისს, თურქეთის სუპერლიგის 33 ტურის დასრულების შემდეგ, "ესქიშეჰირის" ფანებმა სტადიონი გადაწვეს. "ესქიშეჰირი" შინ "ბასაკსეჰირს" დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით დამარცხდა - 1:2. ამ თამაშში თავისი მორიგი გოლი გაიტანა გუნდის ქართველმა ნახევარმცველმა თორნიკე ოქრიაშვილმა, რომელმაც მატჩში ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ შეხვედრის ბოლო წუთზე "ექსიშეჰირმა" თავის კარში მეორე გულიც მიიღო.

ამრიგად, ოქრიაშვილის გუნდი თურქეთის სუპერლიგაში ბოლო ტურის წინ 30 ქულით სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა და ჩემპიოანტში დარჩენის თეორიული შანსიღა გააჩნია, ისიც - მცირე.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია