გრილი ამინდი და დროგამოშვებით წვიმა - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გრილი ამინდი და დროგამოშვებით წვიმა - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოში არამდგრადი ამინდები შენარჩუნდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, დღეს, დღის მეორე ნახევრიდან და 16 მაისს როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა, ზოგან ძლიერი და სეტყვა. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მ/წ, ზოგან ძლიერი - 20-25 მ/წ. ასევე, ცალკეულ მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მატება.

ჰაერის ტემპერატურა კოლხეთის დაბლობზე იქნება ღამით - 13-18 OC, დღისით -18-23 OC. აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი და სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა ბარში იქნება ღამით - 13-18 OC, დღისით - 20-25 OC, მთაში ღამით - 7-12 OC, დღისით - 16-21 OC, მაღალ მთაში ღამით - 4-9 OC, დღისით - 10-15 OC. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღეს ღამით 16 OC იქნება, ხვალ კი - 22 OC.

საქართველოს მასშტაბით 17 მაისიდან ჰაერის ტემპერატურა მცირედით მოიმატებს, თუმცა დროგამოშვებით იწვიმებს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია