"ივანიშვილისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია" - პაატა ბურჭულაძე

"ივანიშვილისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია" - პაატა ბურჭულაძე

მას შემდეგ, რაც ცნობილმა საოპერო მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ, პოლიტიკაში მოსვლის თაობაზე გააკეთა განცხადება, ვრცელი ინტერვიუ მისცა გაზეთ "კვირის პალიტრას", რომელსაც იხილავთ 16 მაისს, გაზეთის მე-20 ნომერში და ასევე გამოცემის საიტზე. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან ექსკლუზიურად:

- "არ გვინდა, ქვეყანას ჰყავდეს არაფორმალური ბატონი და მისი გემოვნებით ვცხოვრობდეთ, მისივე გემოვნებით შექმნილ სამყაროში", - ეს ამონარიდია თქვენი განცხადებიდან, ანუ ღიად დაარტყით ბიძინა ივანიშვილს. რატომ? მას მიიჩნევთ თქვენს მთავარ ოპონენტად?

- ჩემი ოპონენტი არავინაა. ჩემი მიზანია, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში დასრულდეს ერთმანეთის შეურაცხყოფა. შესაბამისად, ამ განცხადებით მე ივანიშვილისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, მას მხოლოდ სიმართლე ვუთხარი, ანუ ის, რაც ხდება ქვეყანაში.

ივანიშვილის პრობლემაა ის, რომ სიმართლის მთქმელი არა ჰყავს და სხვა სამყაროში ცხოვრობს, არ იცის, რეალურად რა ხდება ქვეყანაში. ივანიშვილთან ნორმალური ურთიერთობა მაქვს და ისიც თუ მეტყვის, რაში ვცდები, მის შენიშვნას მივიღებ.

მან ქვეყნისთვის ბევრი კარგი რამ გააკეთა, ქედს ვიხრი მისი კეთილი საქმეების წინაშე, უამრავ ადამიანს დაეხმარა მართლაც ურთულეს პერიოდში, მაგრამ ივანიშვილი დღეს მხოლოდ აფერხებს ქვეყნის განვითარებას. ის, რასაც დღეს აკეთებს, ერთი ადამიანის კი არა, სახელმწიფოს გასაკეთებელია.

იხილეთ ინტერვიუ "მურუსიძე ვირუსია" გაზეთ "კვირის პალიტრის" 16 მაისის ნომერში და ასევე გამოცემის საიტზე

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."