"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სიის სავარაუდო ათეული

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სიის სავარაუდო ათეული

"რუსთავი 2" "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სიის სავარაუდო ათეულს აქვეყნებს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, სიის პირველი ათეულის ასე გამოიყურება : 1. დავით ბაქრაძე; 2. ელენე ხოშტარია; 3. რომან გოცირიძე; 4. ნიკა მელია; 5. გიორგი ტუღუში; 6. ოთო კახიძე; 7. სალომე სამადაშვილი; 8. ირაკლი აბესაძე; 9. სერგი კაპანაძე და 10. სერგო რატიანი.

თავად "ნაციონალურ მოძრაობაში" კონკრეტულ გვარებზე არ საუბრობენ და აცხადებენ, რომ საარჩევნო სიის პრეზენტაცია უახლოეს დღეებში გაიმართება. საარჩევნო სიის ფორმირების საკითხზე პარტიის ოფისში ამ წუთებში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."