"მაგთი" 90-იან წლებში გვაბრუნებს - კომპანიამ აბონენტებს ტარიფები 24 თეთრამდე გაუძვირა

 "მაგთი" 90-იან წლებში გვაბრუნებს - კომპანიამ აბონენტებს ტარიფები 24 თეთრამდე გაუძვირა

"მაგთიკომის" აბონენტებისთვის სტანდარტული ტარიფის ღირებულება, ნებისმიერი მობილური და ფიქსირებული ქსელის მიმართულებით, წუთში 24 თეთრი გახდა.

იხილეთ ვიდეო

გაზეთი "ბანკები და ფინანსები" ჯერ კიდევ აპრილის თვეში წერდა, რომ კომპანია "მაგთიკომი" ტარიფების ზრდას გეგმავდა. ამის შესახებ კომპანიამ საკუთარ მომხმარებლებს SMS შეტყობინების საფუძველზე ამცნო, თუმცა, ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია. როგორც შეტყობინებიდან ირკვევოდა, 27 აპრილიდან ტარიფები, ძირითადად "ბანის" აბონენტებისთვის იზრდებოდა 14 თეთრით და წუთის ღირებულება 10 თეთრის ნაცვლად 24 თეთრი უნდა გახმდარიყო. თუმცა, არსებული რეალობა უფრო განსხვავებული აღმოჩნდა. გაძვირებული ტარიფები შეეხო არა მხოლოდ "ბანის" არამედ "მაგთის" აბონენტებსაც. 27 აპრილიდან კომპანია "მაგთიკომის" აბონენტები წუთში 24 თეთრად ისაუბრებენ, როგორც შიდა ქსელში - "ბანის", "მაგთის" და "ბალის" აბონენტებთან, ასევე საქართველოს ნებისმიერირ მობილური და ფიქსირებული ქსელის მიმართულებით. როგორც ჩანს, მას შემდეგ რაც "მაგთიკომმა" ოფიციალური შეთანხმება გააფორმა ინტერნეტპროვაიდერ "კავკასუსონლაინთან" და სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ფაქტობრივად მონოპოლიური მდგომარეობა მოიპოვა, ჩათვალა, რომ დროა მობილური ოპერატორების ბაზარზე იაფი ტარიფების ხანა დასრულდეს და 90-იანი წლების ტარიფებს უნდა დავუბრუნდეთ.

"მაგთიკომი" 90-იან წლებშიც ფაქტორივად მონოპოლისტი იყო, დღესაც იგივე პოზიციებს იბრუნებს, მაშინ 24-28 თეთრამდე მერყეობდა ერთი წუთის ღირებულება, დღესაც იგივე ტარიფებს ვუბრუნდებით. ბაზარზე კონკურენციის შემცირებამ კომპანიას კვლავ ტარიფების ზრდისკენ უბიძგა.

აღსანიშნავია, რომ გარდა წუთობრივი საუბრის გაძვირებისა, ასევე გაძვირდა გარკვეული ყოველთვიური ტარიფებიც. მაგალითად, ტარიფი "ზერო+" ამჟამად მისი ღირებულება თვეში 1 ლარია, ზარის წამოწყება 7 თეთრს შეადგენს, ხოლო შემდეგ ნახევარი საათი საუბარი უფასოა, 27 აპრილიდან კი ღირებულება იზრდება. ზარის წამოწყება უკვე 10 თეთრი ეღირება, ხოლო ყოველი 10 წუთის შემდეგ აბონენტებს კიევ 10 თეთრი ჩამოეჭრებათ, ანუ, თუკი აქამდე ნახევარი საათის ღირებულება 7 თეთრს შეადგენდა, 24 აპრილიდან იგი 30 თეთრი ღირს განაგრძეთ კითხვა

წაიკითხეთ: "რაც "შეღავათით" გვალაპარაკა, ორმაგად იღებს უკან!" - "მაგთის" გაზრდილი ტარიფები და აღშფოთებული აბონენტების კომენტარები

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია