"ჩემში ყველა პოზიტიური ცვლილება ფარიკაობის დამსახურებაა" - ქართველი პარასპორტსმენი ქალის მეორე დიდი გამარჯვება

"ჩემში ყველა პოზიტიური ცვლილება ფარიკაობის დამსახურებაა" - ქართველი პარასპორტსმენი ქალის მეორე დიდი გამარჯვება

კანადის ქალაქ მონრეალში დასრულდა მსოფლიო თასის გათამაშება ეტლით ფარიკაობაში. ხმლით მოფარიკავეებს შორის გამართულმა შეჯიბრებამ ქართველ პარაოლიმპიელ ირმა ხეცურიანს წელს პირველი ოქრო მოუტანა. შეჯიბრების ფინალში ირმას მეტოქე ფრანგი სოფი საბლონი იყო, რომელთანაც საკვალიფიკაციო ეტაპზე ხეცურიანმა მარცხი განიცადა, თუმცა ამჯერად ფინალური დუელი ირმა ხეცურიანის გამარჯვებით, ანგარიშით 15-13 დასრულდა. ეს წარმატება, ირმასთვის მსოფლიო თასებზე ხმლით ფარიკაობაში რიგით მეორე დიდი გამარჯვებაა. ჩემპიონობასთან ერთად ირმას კოლექციას ორი ვერცხლის მედალიც ამდიდრებს.

ხმლით ასპარეზობაში ჩემპიონმა მონრეალში ასევე პარაოლიმპიურ სახეობაში რაპირით ფარიკაობაშიც იასპარეზა, თუმცა იქ წარმატებას ვერ მიაღწია. ირმას რეიტინგში კონკურენტის, ფრანგი სესილი დემოუდისთან ქულათა სხვაობის შესამცირებლად გამოცდილ სესილიზე უკეთესი შედეგის ჩვენება მართებდა, თუმცა როგორც ქართველი, ასევე ფრანგი შეჯიბრებას მერვედფინალში გამოეთიშნენ და სარეიტინგო ცხრილში მათ შორის 10-ქულიანი სხვაობა შენარჩუნდა. ირმას რიოში გასამგზავრებელი საგზურის მოსაპოვებლად კიდევ ერთი შანსი რჩება. მაისის შუა რიცხვებში იტალია ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, სადაც პარაოლიმპიადის ლიცენზიისთვის ირმას საპრიზო ადგილებზე გასვლა ესაჭიროება.

- ირმა, გილოცავ მსოფლიო თასზე წარ­მატებულ გამოსვლას. როგორ ჩაიარა პირველობამ, პარიზის შემდეგ მსოფლიო თასის­ მოგება უკვე კანადაშიც შეძელი, რამდენად რთული იყო ეს გამარჯვება?

- დიდი მადლობა მოლოცვისთვის. მნიშვნელოვანია ნებისმიერი ასეთი გამარჯვება, მით უმეტეს, რომ ის ძალიან რთულ ბრძოლაში მოვიპოვე. ჯგუფური ეტაპი მძიმედ დავიწყე, კანადაში ორი დღის ჩასული კი ვიყავი, მაგრამ აკლიმატიაზაციის გავლა გამიჭირდა, ამასთან, იქაურმა მინუს-ტემპერატურამ ჯანმრთელობის მცირე პრობლემაც შემიქმნა. ამიტომაც საწყისი შეხვედრა დავთმე, თუმცა შემდეგ თავს დამარცხების უფლება არ მივეცი. საბოლოოდ წარმატებით გავიარე ყველა მეტოქე და ფინალში, საბლონთან რევანშის აღებაც მოვახერხე.

- ეს ხმლით ფარიკაობაში შენ მიერ მოგებული მეორე მსოფლიო თასი იყო, შარშან იგივე შედეგი პარიზშიც აჩვენე, წელს კი კანადამდე უნგრეთში გამოხვედი, სადაც ვერცხლის მედალს დასჯერდი

- ხმლით ფარიკაობაში ბოლო ორი წელია მედლის უმთავრეს ფავორიტთა შორის ვიბრძვი. წელს უნგრეთში, კანადისგან განსხვავებით, პირიქით მოხდა. იქ ჯგუფი კარგად დავიწყე და ფინალში იმ უკრაინელ მეტოქესთან დავმარცხდი, ვისაც ჯგუფში თავად მოვუგე. დიდი იმედი მაქვს, 2020 წლის პარაოლიმპიადაზე ხმლით ფარიკაობასაც აენთება მწვანე შუქი და ტოკიოში უმაღლესი მიზნებისთვის ვიბრძოლებ

- მოდი, ისიც ვუამბოთ მკითხველს, როგორი იყო პირველი ნაბიჯები პარასპორტში?

- მოგეხსენებათ, ჩვენ სპეციალური ფიქსირებული ეტლები გვჭირდება. ექვსი თვე ჩვენივე მანევრირებადი ეტლებით ვვარჯიშობდით, ფიქსაციის შესაჩვევად ხშირად სკამებსაც ვიყენებდით. 6 თვის თავზე ჩამოგვივიდა ეკიპირება და მალევე იყო პირველი საერთაშორისო შეჯიბრება გერმანიაში. სწრაფად ავუღეთ ალღო ყველაფერს და წარმატებაც მოვიდა. ამჟამად ყველა პირობა გვაქვს, რომ თავი დაცულად ვიგრძნოთ და მხოლოდ სპორტულ მიღწევებზე ვიფიქროთ. თითქმის არ ვაკლდებით არცერთ საერთაშორისო შეჯიბრებას და შედეგიც სახეზეა, რაც პარაოლიმპიური კომიტეტის, მერიის პარასპორტის განვითარების ცენტრისა და ჩვენი გენერალური სპონსორის BP-ს დამსახურებაა  განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია