სამართალდამცავებმა ლგბტ საზოგადოების მხარდამჭერები დააკავეს

სამართალდამცავებმა ლგბტ საზოგადოების მხარდამჭერები დააკავეს

სამართალდამცავებმა თბილისში ადმინისტრაციული შენობების იერსახის დამახინჯების ბრალდებით 10 პირი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ისინი ლგბტ საზოგადოების მხარდამჭერები არიან.

იხილეთ ვიდეო

დაკავებულებმა სხვადასხვა ფერის საღებავით შეღებეს რამდენიმე შენობა, მათ შორის საპატრიარქოს კედლები. ისინი ძირითადად ცისარტყელას ხატავდნენ.

როგორც ”ამბები.გე”-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, 10 პირის დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის საფუძველზე მოხდა, რაც ადმინისტრაციული თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯებას გულისხმობს. ასევე, დაკავებულთაგან რამდენიმე პირს ბრალად 173-ე მუხლის დარღვევაც ედება, რაც პოლციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ითვალისწინებს.

როგორც ცნობილია, 17 მაისი ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა.

ნაძალადევის რაიონში სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ახალგაზრდა კაცია დაჭრილი

"აჩვენეს ჩემთვის უცნობი სახლის და არა ჩემი ბინის სურათები, ბინის რეალური მესაკუთრეც დამიკავშირდა..." - ირაკლი შოთაძე "მთავარის" სიუჟეტზე

გურჯაანში დაკარგული მამა-შვილი სახლში დაბრუნდა