ლგბტ აქტივისტებმა "რედისონთან" ცისარტყელას ფერებში შეღებილი სკამი მიიტანეს

ლგბტ აქტივისტებმა "რედისონთან" ცისარტყელას ფერებში შეღებილი სკამი მიიტანეს

სასტუმრო "რედისონთან" ლგბტ აქტივისტებმა ცისარტყელას ფერებში შეღებილი სკამი მიიტანეს. ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს ჰომოფობია მათ ამ სახით გააპროტესტეს.

"რედისონში" პარალელურად დემოგრაფიის საკითხებზე მე-10 საერთაშორისო საოჯახო კონგრესი მიმდინარეობს, რომლის თავმჯდომარე ლევან ვასაძეა. აქტივისტებს სურდათ ვასაძისთვის შეღებილი სკამი გადაეცათ, თუმცა საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა და სასტუმროს დაცვამ ამის საშუალება არ მისცეს. სამართალდამცველებმა აქტივისტებს შეღებილი "ტაბურეტკა" სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიიდან გაატანინეს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია