"ლგბტ იცი ვინ არი შვილო? ერთ ადგილზე რომ არიან და თავის ერთ ადგილს იქ უვლიან" - მეჭიაურმა ჟურნალისტს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა

"ლგბტ იცი ვინ არი შვილო? ერთ ადგილზე რომ არიან და თავის ერთ ადგილს იქ უვლიან" - მეჭიაურმა ჟურნალისტს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა

"საპატრიარქოს კედლებს რომ თხუპნიან, ლგბტ-ები კი არა, ეგენი არიან პიდარასტები", - ასე უპასუხა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაურმა "ვარდების მოედანზე" ჟურნალისტის კითხვას, რას ფიქრობდა ლგბტ საზოგადოების მხარდამჭერების დაკავებაზე.

"ლგბტ-ს ვის ეძახით, საპატრიარქოსთან რომ თხუპნიან კედლებს? - ლგბტ იცი ვინ არის შვილო? ერთ ადგილზე რომ არიან და თავის ერთ ადგილს იქ უვლიან და იყენებენ როგორც უნდათ. ამას არავინ არ უშლის, მაგრამ ლგბტ-ები კი არ არიან, ვინც მიდიან და თხუპნიან საპატრიარქოს კედლებს, ეგენი არიან პიდარასტები", - განუცხადა დეპუტატმა მედიის წარმომადგენლებს.

თამაზ მეჭიაურმა ჰომოფობიური რეპლიკით მიმართა თავად ერთ-ერთ ჟურნალისტს და სამართალდამცველებს მისი "მოშორებისკენ" მოუწოდა. "ერთი ეს მომაშორეთ, მგონი პიდარასტია. გაიყვანეთ, მომაშორეთ," - მიმართა მეჭიაურმა სამართალდამცავებს და კონკრეტულ ჟურნალისტზე მიუთითა.

იხილეთ ვიდეო

"კიევი ამ წუთებში, ხვალიდან თბილისში" - გიორგი ვაშაძე პეტრო პოროშენკოს შეხვდა

ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილთან ერთად - მელია უკრაინიდან ახალ ფოტოს აქვეყნებს

ლევან ვასაძემ საზოგადოებას რვა შვილი წარუდგინდა: "მორაგბე...მოცეკვავე და..." - როგორ დაახასიათა ბიზნესმენმა შვილები