"შავი კატის სინდრომით" შეპყრობილი "მაგთი", ანუ "პირჯვარი გადაიწერე, არა მოგელანდოს რა"

 "შავი კატის სინდრომით" შეპყრობილი "მაგთი", ანუ "პირჯვარი გადაიწერე, არა მოგელანდოს რა"

ერთ ჩემს ახლობელს პანიკურად ეშინოდა შავი კატების. ერთხელაც, მანქანით მიდიოდა სამსახურში და წინ კატამ გადაურბინა. სხვა გზით გადაწყვიტა სამსახურში წასვლა, გაღიზიანებულმა მანქანა მკვეთრად დაძრა უკუსვლით და... უკან მომდგარი სხვა მანქანაც სერიოზულად დაამტვრია, თავისიც და სერიოზულ ხარჯებშიც გაეხვა. ეს ამბავი მის საახლობლოში ანეკდოტად დადის და ნებისმიერი თავყრილობა ისე არ ჩაივლის, ერთი სამჯერ მაინც არ შეახსენონ ხოლმე. თუმცა თვითონ ქირქილს ყურადღებას არ აქცევს - დარწმუნებულია, ორი მანქანა იმიტომ დაამტვრია, რომ წინ შავმა კატამ გადაურბინა.

ალბათ, დაახლოებით, ასეთ დღეშია "მაგთიკომის" ხელმძღვანელობა. თუ კომპანიაზე რომელიმე მედიასაშუალებაში კრიტიკული სტატია გამოქვეყნდა, "მაგთის" ხელმძღვანელობა დარწმუნებულია - ამის უკან დგას "პალიტრამედია" და არ აღელვებთ, რომ მათი ასეთი პოზიცია, რბილად რომ ვთქვათ, არასერიოზულად და სასაცილოდ გამოიყურება.

ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა. კერძოდ, გაზეთმა "ბანკები და ფინანსები" გამოაქვეყნა სტატია სათაურით: "მაგთი 90-იან წლებში გვაბრუნებს". სტატიის მიხედვით, 27 აპრილიდან კომპანია "მაგთიკომის" აბონენტები წუთში 24 თეთრად ისაუბრებენ, როგორც შიდა ქსელში - "ბანის", "მაგთის" და "ბალის" აბონენტებთან, ასევე საქართველოს ნებისმიერ მობილური და ფიქსირებული ქსელის მიმართულებით. საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე, სტატია წყაროზე დაყრდნობით, გადაბეჭდა როგორც "პალიტრამედიის" რამდენიმე ინტერნეტგამოცემამ, ისე სხვა მედიასაშუალებებმა (მაგალითად, "გურიანიუსმა", ეს თემა გაიხსნა ფორუმზეც, დიდი გამოხმაურება იყო "ფეისბუკზეც"), რომელთაც არანაირი კავშირი არ აქვთ "პალიტრასთან".

წაიკითხეთ "ბანკები და ფინანსებში" დაბეჭდილი სტატია: "მაგთი" 90-იან წლებში გვაბრუნებს

"მაგთი" წერილს გამოეხმაურა განცხადებით, რომლის პირველი აბზაცი უკვე მრავლისმეტყველია, ზემოხსენებული "შავი კატის სინდრომის" არ იყოს: "გვსურს, გამოვეხმაუროთ გაზეთ "ბანკები და ფინანსების" მიერ მიზანმიმართულად გავრცელებულ, შეცდომაში შემყვან სტატიას, რომელიც აიტაცა და ფართოდ გაავრცელა "პალიტრა მედიამ".

თუმცა "მაგთის" გულშემატკივრებისთვის უფრო შემაშფოთებელი განცხადების ბოლო აბზაცი უნდა იყოს, რომელშიც განცხადების შემდგენლები ცდილობენ, ერთმანეთს დაუპირისპირონ... დედამიწიდან ხელოვნურ თანამგზავრამდე მანძილი და "პალიტრა მედიის" სარეკლამო ტარიფები. თვალსაჩინოებისთვის განცხადების ამ ეპიზოდს გთავაზობთ სრულად: "მას მერე, რაც "მაგთიკომმა" უარი განუცხადა "პალიტრა ტვ"-ის მისი სიგნალის თანამგზავრამდე უფასოდ ატვირთვაზე, "პალიტრამ" "მაგთიკომის" დისკრედიტაცია მთავარ მიზნად დაისახა. გეოსტაციონარულ ორბიტაზე მყოფი "მაგთიკომის" თანამგზავრი დედამიწას 36 ათასი (დიახ, 36 000) კილომეტრითაა დაშორებული. მისი განთავსება, შენახვა და მომსახურება სერიოზულ ხარჯებთან არის დაკავშირებული. გაუგებარია, რატომ უნდა თქვას უარი "მაგთიკომმა" სიგნალის ატვირთვის საფასურის მიღებაზე, როდესაც თითქმის იმავე თანხას მოითხოვს "პალიტრა მედია" თავის ინტერნეტ გვერდებზე სარეკლამო ბანერის განთავსებაში, ხოლო გაზეთში განთავსებულ რეკლამის ფასს კვადრატული სანტიმეტრობით ითვლის".

"რაც "შეღავათით" გვალაპარაკა, ორმაგად იღებს უკან!" - "მაგთის" გაზრდილი ტარიფები და აღშფოთებული აბონენტების კომენტარები

ასეთი უცნაური აკვიატება "მაგთის" მხრიდან პირველი არ არის. წინა წელს, კომპანიამ განცხადება გაავრცელა, რომლის შინაარსი იყო: "მაგთი" არ ჩასვამს "პალიტრა ტვ"-ს "მაგთისატის" სამაუწყებლო ბადეში, რა სტატიებიც არ უნდა გამოაქვეყნოს "პალიტრა მედიამო". მაშინ ჩვენ ეს განცხადება იმ უცნაურ ფობიას შევადარეთ, როდესაც ადამიანს ეჩვენება, რომ იხვი უთვალთვალებს. როცა ერთი შემთხვევა რამდენჯერმე მეორდება, ეს უკვე კლინიკაა. ამიტომაც, დროებით შევითავსებთ ფსიქოანალიტიკოსობას და შევეცდებით, ჩავწვდეთ "მაგთის" ხელმძღვანელობის ფარულ თუ აშკარა შიშებს... განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია