"არავითარი მისტიკური და ეზოთერული ძალები იქ არაა... კარავიდან გასვლისას, გიორგი უკვე საფრთხეში აღმოჩნდებოდა"

"არავითარი მისტიკური და ეზოთერული ძალები იქ არაა... კარავიდან გასვლისას, გიორგი უკვე საფრთხეში აღმოჩნდებოდა"

"თეატრი ძალიან უყვარს, ჯაზი. არავის ახსოვს, ვინმესთან კონფლიქტი მოსვლოდეს. ფსიქოლოგებსაც ველაპარაკე. ერთმა მითხრა, მთა და ბუნება ისეთი რამ არის, თუ ძლიერი ფსიქიკა არა გაქვს, შეიძლება შიშის ფონზე ამნეზია განვითარდესო. ბუნებაში როცა მარტო რჩები, რას მოიმოქმედებ, არავინ იცისო. ახლა ამას ვებღაუჭები, იქნებ ამნეზია დაემართა? მწყემსების კარვები მოვიარე, არც მათ უნახავთ", - მოუყვა ამ ერთი თვის წინ "კვირის პალიტრას" ტობავარჩხილის ხეობაში 8 თვის წინ დაკარგული გიორგი მუჩიაშვილის დედა ინგა ვეკუა, რომელიც ერთადერთი შვილის მოძებნაში დახმარებას ითხოვდა. ბოლო ხანს ტობავარჩხილის ხეობის მისტიკურობაზე ლეგენდებს მართლაც ბევრს ჰყვებიან, თუმცა მოგზაურთა თქმით, მისტიკა არაფერ შუაშია და ლაშქრობის წესების ზედმიწევნით დაცვის შემთხვევაში უბედური შემთხვევები მაქსიმალურად გამორიცხულია.

რომან თოლორდავა საქართველოს სპელეოკავშირის წევრია და ტობოვარჩხლის მიდამოებში არაერთ სამძებრო ღონისძიებაში აქვს მონაწილეობა მიღებული. რა შეიძლება გამხდარიყო გიორგის დაკარგვის მიზეზი და რამდენად რეალურია დაკარგვის მიზეზად მისტიკური მოვლნები მივიჩნიოთ? - ამ და სხვა კითხვებზე პასუხისათვის ბატონ რომანს დავუკავშირდით:

- ტობავარჩხილი საშუალო სირთულის სამთო მარშრუტია, უბრალოდ, როდესაც იქ სალაქროდ მიდიან, უშვებენ რამდენიმე შეცდომას. რატომღაც მას ჩვეულებრივ მარშრუტად აღიქვამენ და არა - სამთოდ. სპონტანურად იქმნება ჯგუფები (არც თუ იშვიათად "ფეისბუკზე" ანონსდება და ისე იკრიბებიან) და სალაშქროდ მიდან ისეთი ადამიანები, რომლებსაც მთაში ლაშქრობის არანაირი გამოცდილება არ აქვთ და არღვევენ უსაფრთხოების წესებს, რაც იწვევს სავალალო შედეგებს.

- რა შეცდომებზე საუბრობთ, რას უნდა მოერიდონ მოლაშქრეები?

- როგორც გითხარით, ეს არის საშუალო სირთულის სამთო მარშრუტი და პირველ რიგში ადამიანმა, რომელიც ემზადება სალაშქროდ, ზედმიწევნით უნდა იცოდეს ის წესები, რომელიც აუცილებელია სამთო მარშრუტის გასავლელად. ბუნებრივია, უნდა ჰქონდეს შესაბამისი აღჭურვილობა და საკვები, ამის გარდა კიდევ არის სხვა ნიუანსები და როცა ეს ყველაფერი მოწესრიგებულია, ბუნებრივია ლაშქრობაც მშვიდობიანად სრულდება.

- რამდენად რეალურია, რომ გიორგი მუჩიაშვილის დაკარგვა მისტიკურ მოვლენებს უკავშირდებოდეს...

- არავითარი მისტიკური მოვლენები და ეზოთერული ძალები იქ არაა. ესა ერთი ულამაზესი ადგილია, რომელიც მარტო შარშან ათასობით ადამიანმა დალაშქრა...განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია