"ფაქტობრივად ქუჩაში დავრჩი" - მსახიობ ალეკო ბეგალიშვილს სახლი დაეწვა

"ფაქტობრივად ქუჩაში დავრჩი" - მსახიობ ალეკო ბეგალიშვილს სახლი დაეწვა

სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" გმირი - გავლენიანი, ყოვლისშემძლე და თან უჩინარი დუდუ, რომელსაც ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებშიც კი თავისი სიტყვა ეთქმის, მსახიობ ალეკო ბეგალიშვილს, რომელიც ამ როლს ასრულებს, ნერვებს უშლის. ამ პერსონაჟის გამო "თავის გემოზე" ვეღრა ცხოვრობს, დუდუს აჩრდილი თან დაჰყვება, ყველგან მის სახელს უძახიან.

48 წლის მსახიობი, ორი შვილის მამაა, მუსიკისა და დრამის თეატრში მუშაობს. ის ცნობილი მსახიობის, ბადრი ბეგლარიშვილის შვილია და საერთოდ მსახიობთა დინასტიის წარმომადგენელია. უყვარს მუსიკა, გიტარაზე დაკვრა, ბოჰემური ცხოვრება ანუ როგორც თავად გვითხრა "დუდუ ვერ არის", მისნაირად ყველაფრის მოგვარება არ შეუძლია. რამდენიმე დღის წინ მსახიობს სახლი სახლი დაეწვა და მისი ოჯახი დიდი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა.

- ძველი გაყვანილობიდან ცეცხლი წამებში აალდა და სახლს მოედო. ჩვენს ზემოთ ვინც ცხოვრობს, ისინიც დაზარალდნენ. ამ დროს გადაღებაზე ვიყავი, შინ ჩემი ცოლი და შვილები იყვნენ. სამზარეულო, დერეფანი, ტექნიკა ყველაფერი დამწვარია. ფაქტობრივად, ქუჩაში ვარ. მხოლოდ საძინებლები გადარჩა.

- რას აპირებთ?

- არ ვიცი. სახანძროდან უნდა მოვიტანო დასკვნა, გამგეობა დამპირდა , მოვალ და მივხედავო. საკუთარი სახსრებით შეუძლებელია, ამ სახლის აღდგენის შანსი არ არის. ხანძარი ღამით მოხდა, 11 მაისს. მეზობლებმა ჩააქრეს.

- სახანძრომ დააგვიანა მოსვლა?

- არ ვიცი. მეზობლებმა დაიწყეს ჩაქრობა, სახანძროს ხომ არ დაელოდებოდნენ. იტალიურ ეზოში ვცხოვრობ, სარდაფები დატბორილია, ძალიან ავარიული ეზოა.

- ახლა სად ცხოვრობთ?

- ისევ იმ სახლში ვარ და ამ პირობებში მიწევს ცხოვრება. რას ვიზამთ, ვერც ისეთი დუდუ ვარ, როგორც სერიალში.

ლანა კიკნაძე

ჟურნალი "სარკე"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია