ამბავი, რომელმაც საქართველო შეძრა

ამბავი, რომელმაც საქართველო შეძრა

2015 წელი. 25 აპრილი თენდებოდა. სოფელში ახალგაზრდა წყვილის ქორწილისთვის ემზადებოდნენ. ერთი შეხედვით, ყველაფერი კარგად იყო... მხიარულება გვიან ღამემდე გაგრძელდა. სტუმრებს შორის იყვნენ: ცოლ-ქმარი, მარი ობოლაშვილი და მიშიკო ალადაშვილი, ანზორ მესხიშვილი და კიდევ ბევრი თანასოფლელი...

საქორწილო სუფრა ძველანაგის ახალგახსნილ საბანკეტო დარბაზში გაიშალა... ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, მარი და მიშიკო განსაკუთრებულად ხალისიანები იყვნენ. 26 აპრილი იწყებოდა, სტუმრები ნელ-ნელა იშლებოდნენ...

BMW-ს მარკის ავტომობილით, ანზორი მეუღლესთან, კიდევ ერთ თანასოფლელთან, მარისა და მიშიკოსთან ერთად ბოდბისხევში, შინ ბრუნდებოდნენ. რამდენიმე კილომეტრიც არ ჰქონდათ გავლილი, როცა თურმე, მძღოლმა მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა... ავტომობილი რამდენჯერმე ამოტრიალდა და ახალგაზრდა ცოლ-ქმრის სიცოცხლეც დასრულდა. კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი ანზორი მთელი თვე ებრძოდა სიკვდილს. არ იცოდა, რომ ახალგაზრდა წყვილი გარდაიცვალა... რამდენჯერმე გამოვიდა კომადან... ბოლოს, ცრემლიანმა დედას უკანასკნელი სიტყვები, ძლივს გასაგონად უთხრა: "მგონი, ვკვდები"... 25 მაისს მისი გულისცემა შეწყდა...

ანზორი 27 წლის იყო, მარი და მიშიკო - 21-ს. იმ საბედისწერო დღემ ექვსი წლის ინა მამის, ხოლო სამი წლის ბარბარე - მშობლების გარეშე დატოვა... ტრაგედიიდან ერთი წლის თავზე, გარდაცვლილი ახალგაზრდების მშობლებმა გული გადაგვიშალეს...

გოჩა მესხიშვილი, ანზორის მამა:

- დიდი ტრაგედია დაგვატყდა თავს. როგორც ავარიის შემდეგ გაირკვა, მუხრუჭიც არ იყო გამოყენებული, რამდენჯერმე ამოტრიალდა მანქანა და სარწყავ არხს გადააფრინდა. ეს ამბავი ღამის 3 საათზე, ჩემმა რძალმა, ნატომ ტელეფონით გაგვაგებინა. მას ავარიის შედეგად, მხოლოდ მხარი ჰქონდა მოტეხილი... ჩემი შვილი მანქანიდან მინდორში, 20 მეტრის მოშორებით ეგდო და სიკვდილს ზუსტად ერთი თვე ებრძოდა. კომადან რამდენჯერმე გამოვიდა. ბოლოს, დედას უთხრა, - მგონი, ვკვდებიო... საშინელებაა ჩვენი ყოფა. ანზორი თბილისში მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა და სამარშრუტო ტაქსიზე მუშაობდა. ერთი შვილი დარჩა, ინაკო ახლა ექვსი წლისაა. ანზორმა თავისი ხანმოკლე ცხოვრება შვილის ჯანმრთელობაზე ფიქრში გაატარა. ბავშვი ცერებრალური დამბლით დაიბადა და დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია. ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ფეხზე დაეყენებინა, მაგრამ დრო არ ეყო... იმედს გვაძლევენ, რომ ინტენსიური მასაჟების შემდეგ გაივლის, მაგრამ ახლა ამის საშუალება აღარ გვაქვს. ანზორის ოცნება ოცნებად დარჩა...

საშინელებაა შვილმკვდარი მამის ხვედრი. მხარში ამოგვიდგა სოფლის მოსახლეობა, ანზორის თანამშრომლები, მეგობრები, კლასელები. მინდა, თითოეულს მადლობა გადავუხადო. ჩემი შვილი მეგობრებით ცხოვრობდა და ცდილობდა, თავისუფალი დრო მათთან გაეტარებინა. ისიც ყველას უყვარდა... ახლა საზრუნავად შვილიშვილი დამრჩა... ინაკო ახლა პირველ კლასშია. ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, გონებრივად თანატოლებისგან ბევრად განსხვავდება. პატარა გოგონამ იცის, რომ მამა ზეცაში ჰყავს და იქიდან გადმოჰყურებს... როცა ენატრება, კედელზე გაკრულ ფოტოებს უყურებს და ამბობს, რომ მამა ყოველთვის მის გვერდით არის.

მარი განსაკუთრებულად ემზადებოდა ამ დღისთვის. მიშიკოს ქორწილში წასვლა არ უნდოდა, მაგრამ მეუღლეს უარი ვერ უთხრა და წავიდნენ. მშობლების გაშვება არც 3 წლის ბარბარეს უნდოდა, მაგრამ...

იზო ელაშვილი, მიშიკოს დედა:

- მიშიკოს არ უნდოდა წასვლა. თავს იკავებდა სრულიად უმიზეზოდ. მარის კი ეს უჩვეულოდ უნდოდა განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია