ბათუმის საბაგიროთი მგზავრობის ფასი 10 ლარით იზრდება

ბათუმის საბაგიროთი მგზავრობის ფასი 10 ლარით იზრდება

1-ელი ივნისიდან საბაგიროთი მგზავრობა უფროსებისთვის 15 ლარი, ხოლო ბავშვებისთვის 5 ლარი გახდება. "არგოს" ადმინისტრაცია გადაწყვეტილებას საბაგიროს მოვლასთან დაკავშირებული ხარჯების მიზეზით ხსნის. "არგოს" მმართველი კომპანიის, "ჰესტოკ ბათუმის" დირექტორის, გიორგი აბაშიძის განმარტებით, ევროპის ქვეყნებთან შედარებით ბათუმის საბაგირო მომხმარებლებს ყველაზე დაბალ ფასებში ემსახურება.

"არ ვფიქრობთ, რომ ტურისტების განწყობაზე იმოქმედებს ფასების ზრდა. "არგოს" მომსახურება ევროპის ქვეყნებთან შედარებით ძალიან დაბალია. ჩვენი საბაგირო ოთხი წელია ექსპლუატაციაშია, გაიზარდა ცვეთა და ნაწილების ავსტრიიდან შემოტანა ხარჯებს უკავშირდება", - აღნიშნა გიორგი აბაშიძემ.

ბათუმის საბაგიროთი მგზავრობა გასულ წელს 5 ლარი ღირდა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია