2015 წელს სისხლის სამართლებრივი დევნა 347 არასრულწლოვნის (14–18 წლამდე) მიმართ დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, მათ შორის, არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილ დანაშაულთა შორის ყველაზე ხშირია ქურდობა (187 პირი). ასევე: ქურდობის მცდელობა (47 პირი), ძარცვა (39 პირი), ყაჩაღობა (21 პირი), თაღლითობა (14 პირი) და ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება (13 პირი).
აღსანიშნავია, რომ ეს მონაცემები 26,6%-ით ნაკლებია 2014 წელს არასრულწლოვნების მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებთან შედარებით, რომელიც 473-ს შეადგენდა.
რაც შეეხება დაზარალებულ არასრულწლოვანთა რაოდენობას, 2015 წელს მათი რაოდენობა 411 პირს შეადგენდა, მათგან 176 ვაჟია, 235 - გოგონა.