ჰიტლერს ფოთი ყელში ეჩხირებოდა... - რა სტრატეგიული როლი შეასრულა ფოთის პორტმა მეორე მსოფლიო ომის დროს

ჰიტლერს ფოთი ყელში ეჩხირებოდა... - რა სტრატეგიული როლი შეასრულა ფოთის პორტმა მეორე მსოფლიო ომის დროს

8-9 მაისს მეორე მსოფლიო ომში გერმანიის დამარცხებიდან 71 წლისთავი აღინიშნება (8 მაისს ევროპასა და აშშ-ში აღნიშნავენ, 9 მაისს კი პოსტსაბჭოთა სივრცეში). საქართველომ, როგორც საბჭოთა კავშირის შემადგენელმა ნაწილმა, თავისი წვლილი შეიტანა ამ გამარჯვებაში. ბევრისთვის შეიძლება უცნობი იყოს, თუ რა სტრატეგიული როლი შეასრულა ფოთის პორტმა მეორე მსოფლიო ომის დროს.

ომამდე ცოტა ხნით ადრე, 1941 წლის 5 აპრილს, ფოთში ოფიციალურად შეიქმნა საბჭოთა კავშირის სამხედრო-საზღვაო ძალების შავი ზღვის ფლოტის სამხედრო-საზღვაო ბაზა, უფრო სწორად, მანამდე ბათუმში მოქმედი სამხედრო-საზღვაო ბაზა ფოთში გადაიტანეს.

ბათუმიდან ფოთში შავი ზღვის ფლოტის სამხედრო-საზღვაო ბაზის გადატანის მიზეზი შეიძლება ისიც ყოფილიყო, რომ ბათუმის პორტი თურქეთიდან საარტილერიო სროლების რადიუსში ხვდებოდა (თურქეთ-საბჭოთა კავშირის საზღვრიდან ბათუმის პორტამდე პირდაპირი ხაზით მხოლოდ 17 კმ თუ იყო), თურქეთი კი აშკარად უჭერდა მხარს ფაშისტურ გერმანიას.

ბათუმიდან ფოთში გადატანის შემდეგ გაიზარდა ამ სამხედრო-საზღვაო ბაზის საოპერაციო ზონაც თურქეთის საზღვრიდან ადლერამდე.

ფოთის სამხედრო-საზღვაო ბაზის შემადგენლობაში ომის დაწყებამდე შედიოდა წყალქვეშა ნავების ორი დივიზიონი, საესკადრო ნაღმოსნების დივიზიონი (ორი ხომალდი), სატორპედო კატარღების ბრიგადა (12 კატარღა), სადარაჯო კატარღების დივიზიონი (23 კატარღა), ზღვის­ რაიონის დაცვის შენაერთი, სანაპირო დაცვის ოთხი საარტილერიო ბატარეა და ექვსი საზენიტო ბატარეა.

საზღვაო ძალების ეს შემადგენლობა იმ დროისთვისაც ანგარიშგასაწევი ძალა იყო.

1941 წლის ოქტომბრიდან, როდესაც ვერმახტის შენაერთები სწრაფად იპყრობდნენ საბჭოთა კავშირის დასავლეთ ნაწილს, შავი ზღვის ფლოტის ძირითადი ძალების ევაკუაცია სევასტოპოლიდან და ნოვოროსიისკიდან სწორედ ფოთის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე განხორციელდა.

მიუხედავად იმისა, რომ ფოთის სამხედრო-საზღვაო ბაზა შავი ზღვის ფლოტის მთავარ ბაზად ოფიციალურად მხოლოდ 1942 წლის ოქტომბერში გამოცხადდა, 1942 წლის ზაფხულში ფოთის პორტში უკვე ბაზირებდა შავი ზღვის ფლოტის ესკადრა ფლაგმანის - სახაზო ხომალდ "პარიზის კომუნის" მეთაურობით.

ფოთის პორტში ღუზა ჩაშვებული ჰქონდა ხუთ კრეისერსა და ექვს საესკადრო ნაღმოსანსაც. ამ მსხვილგაბარიტიანი სამხედრო ხომალდების გამო ფოთის პორტში სხვა მცირეტონაჟიანი ხომალდებისა და კატარღებისთვის ადგილი თითქმის აღარ დარჩა, ამიტომ ბაზის მეთაურობამ მდ. ხობზე დროებითი ბაზირების პუნქტის შექმნა გადაწყვიტა. აქ განათავსეს ბევრი მცურავი საშუალება, მათ შორის - წყალქვეშა ნავები, მცირე ხომალდები და კატარღები. სხვათა შორის, დროებითი ბაზირების ამ პუნქტმა ფუნქციონირება მეორე მსოფლიო ომის შემდეგაც განაგრძო.

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია