შორენა ბეგაშვილი: მე კიდევ დავიწყებ ცხოვრებას თავიდან

შორენა ბეგაშვილი: მე კიდევ დავიწყებ ცხოვრებას თავიდან

როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ, მსახიობ შორენა ბეგაშვილის შვილი, ევა ბარბაქაძე, აუტანელი ტკივილების გამო, თურქეთში გადაიყვანეს. მას 2 რთული ოპერაცია თურქმა ექიმებმა ჩაუტარეს. ევას დასახმარებლად გახსნილია ანგარიში, რომელზეც 10.000 დოლარი ჯანდაცვის სამინისტრომ ჩარიცხა, 10.000 ლარი - ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ, ხოლო 15.000 ლარი თურქულ კლინიკას თბილისის მერიამ გადაურიცხა. საქველმოქმედო ღონისძიებებს გეგმავენ ევას და შორენას მეგობრები. მათ საქართველოში ბევრი გულშემატკივარი ჰყავთ. ევას ჯანმრთელობის მდგომარეობით ბევრი ადამიანი ინტერესდება.

"ოპერაციის შემდეგ ველაპარაკე, ნარკოზიდან ახალი გამოსული იყო", - ამბობს ევას მეგობარი ნატალი ყიფშიძე.

- ევა ახლა თავს უკეთესად გრძნობს. დედაც (მოდელი კრისტი ყიფშიძე. - ავტ.) ელაპარაკა შორენას, რომელმაც უთხრა: ოპერაციამ კარგად ჩაიარა, ახლა რეანიმაციულ განყოფილებაში ვართო. ვიდრე ევას თურქეთში გადაიყვანდნენ, მის მოსანახულებლად მივედი. მიხარია, რომ ევა იმედიანად არის.

- მეგობრები მის დასახმარებლად სხვადასხვაგვარ საქველმოქმედო აქციას აწყობენ. მომავალში რა გაქვთ დაგეგმილი?

- დიახ, FLEA MARKET-ზე ნამცხვრების გაყიდვა გვაქვს დაგეგმილი. დღეს მრგვალ ბაღთან მოვაწყვეთ გამოფენა-გაყიდვა. ნივთები გამოვიტანეთ და ვყიდით. გასაყიდად ვისაც რა უნდა, ის მოაქვს. რაც შეეხება ნამცხვრებს, ოჯახის წევრები დაგვპირდნენ, რომ გამოგვიცხობენ და ევას დასახმარებლად გავყიდით.

- დღემდე რა თანხის შეგროვება მოახერხეთ?

- პირველ დღეს 900 ლარამდე შევაგროვეთ... აქციებს მომავალშიც გავაგრძელებთ.

- ევა ამ ყველაფერზე რას გეუბნებათ?

- ჩვენი თანადგომით ძალიან გახარებულია. ვფიქრობ, ეს ევას არც უნდა გაუკვირდეს, აბა, მეგობრობა სხვა რაღაა? მე და ევა ერთმანეთს 3 წლიდან ვიცნობთ, ბაღიდან ვმეგობრობთ და კიდევ დიდხანს ვიმეგობრებთ!

"სოციალურ ქსელში სულ ვეკონტაქტები", - ამბობს ევას კლასელი, ლიზა კაკილაშვილი:

- მე და ევა კლასელები ვართ. ვიდრე თურქეთში წაიყვანდნენ, სახლში იმყოფებოდა და მის მოსანახულებლად სამჯერ მივედი. თაბაშირი ერთ ფეხზე ედო, მაგრამ ძლიერი ტკივილი არ ჰქონდა, მერე ასტკივდა... რა მოხდა, შეგნებულად აღარ მიკითხავს, რადგან მისთვის ემოციურად ადვილი მოსაყოლი არ იქნებოდა. სასიამოვნოდ გასახსენებელი ფაქტი არ არის.

- შორენამ ინტერვიუში თქვა, - ევას და მის მეგობრებს უყვარდათ ფანჯრის რაფაზე ჩამოჯდომა და ამის გამო ვეჩხუბებოდიო. იმ მეგობრებს შორის შენც ხარ?

- დიახ. იმ ფანჯრის რაფაზე მეც არაერთხელ ვმჯდარვარ. ყველას ძალიან გვიყვარდა, ამოჩემებული გვქონდა ის ადგილი.

- რატომ?

- გადმოწეული რაფა ჰქონდა, წინ ლამაზი ხედი იშლებოდა და თან, იოლად ვთავსდებოდით. ევასაც მოსწონდა ეს ადგილი. ფანჯრისკენ არ ვიწეოდით. იმ მხარეს ვიჯექით, რომელიც არ იღება... განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია