რატომ მიდიან საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები პოლიტიკაში

რატომ მიდიან საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები პოლიტიკაში

საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ხშირად საქმიანობას პოლიტიკაში აგრძელებენ.

მომღერლები, მსახიობები, სპორტსმენები, მწერლები და ხელოვნების სხვა სფეროების წარმომადგენლები პარლამენტში მუდამ იკავებდნენ სკამებს, თუმცა რამდენად იყო მათი საქმიანობა პოლიტიკურად სასარგებლო ქვეყნისთვის, ამას თავად ხალხი შეაფასებს.

ერთ-ერთი ბოლო, რომელმაც პოლიტიკაში ფეხი შედგა, მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძეა. მის პოლიტიკურ საქმიანობასაც ხალხი, ოდნავ მოგვიანებით, შემოდგომაზე დაგეგმილ არჩევნებზე შეაფასებს.

რატომ მიდიან საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები პოლიტიკაში, როგორია საქართველოში პოლიტიკური პროცესები და რამდენად უნდა იყოს ჩართული მოსახლეობა პოლიტიკურ საქმიანობაში, ამ საკითხებთან დაკავშირებით ALLNEWS.GE ევროპის უნივერსიტეტის ინსტიტუტის დოქტორანტს, გრიგოლ გეგელიას ესაუბრა.

- რატომ მიდიან პოლიტიკაში აპოლიტიკური, საზოგადოებისათვის ცნობილი ადამიანები?

- ამის ერთ-ერთი მიზეზი რესურსის ნაკლებობაა, რომელიც რამდენიმე ფაქტორს გულისხმობს, პირველ რიგში, ფინანსურ კუთხეს. მოგეხსენებათ, პოლიტიკას სჭირდება საკმარისი რაოდენობის კაპიტალი, რაც სამწუხაროდ არ არის ქართულ პოლიტიკაში.

ხშირად სერიოზული თანხები რამდენიმე ადამიანის ხელშია და შესაბამისად, ისინი განსაზღვრავენ პოლიტიკას. ხშირ შემთხვევაში საზოგადოებისთვის ცნობილ პირებს მეტი ფინანსური, სოციალური და კულტურული კაპიტალი აქვთ, ჰყავთ ბევრი ნაცნობი, და პოლიტიკაში მოსვლა არ უჭირთ.

რესურსის გარდა, მნიშვნელოვანი ფაქტორია ანტიპოლიტიკურობა. დღეს საქართველოში რეალურად პოლიტიკური პროცესი არ არის, რაც ალბათ პარადოქსულად ჟღერს.

თითქოს ყველა პოლიტიკაზე საუბრობს, მედიაც, მოსახლეობაც, ადამიანი იფიქრებს, რომ ჩვენთან კარგი და აქტიური პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს, თუმცა ეს არის მითი. წაიკითხეთ გაგრძელება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."