ორსულო ქალბატონებო, აუცილებლად წააკითხეთ ეს რჩევები თქვენს მეუღლეებს!

ორსულო ქალბატონებო, აუცილებლად წააკითხეთ ეს რჩევები თქვენს მეუღლეებს!

ჩაჩავას კლინიკის გინეკოლოგის, ხათუნა შაიშმელაშვილის პრაქტიკული და სასარგებლო რჩევები მომავალ მამებს!

ორსულობის 9 თვე, ეს ის განსაკუთრებული პერიოდია, როდესაც ქალს მეუღლის თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მომავალი მამა უნდა გახდეს ორსული ქალისთვის საიმედო დასაყრდენი და დამხმარე ყველა საქმეში.

ექიმთან კონსულტაციაზე მეუღლესთან ერთად იარეთ, რათა თქვენც დაწვრილებით გაეცნოთ, რისი კეთების უფლება აქვს ორსულს, როგორ უნდა იკვებოს, როგორი უნდა იყოს მისი დღის რეჟიმი. ეს დაგეხმარებათ ხელი შეუწყოთ თქვენს ორსულ მეუღლეს ზედმიწევნით შეასრულოს ექიმის მითითებები.

დადებითი ემოცია და სასიამოვნო გარემო ორსულ ქალზე ძალიან კარგად მოქმედებს. შეძლებისდაგვარად გაანებივრეთ საჩუქრებით, ერთად ისეირნეთ და უყურეთ რომანტიკულ ფილმებს.

გახსოვდეთ, რომ ორსულობის პერიოდში ქალი ემოციურად ლაბილური ხდება. მისი ხასიათი, შესაძლოა დღეში რამდენჯერმე შეიცვალოს. თქვენ კი მოთმინება გმართებთ.

ხშირად დაადეთ მუცელზე ხელი, ელაპარაკეთ ჯერ მუცლადმყოფ პატარას. დამტკიცებულია, რომ ბავშვს ესმის მამის ხმა და გრძნობს მის შეხებას... განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია